ბალანსი შეიძლება გამოიყენო როგორც საწყობის პროგრამა და თვალი ადევნო შენი პროდუქციის შიდა მოძრაობას. საწყობის მენეჯერები აფორმებენ გადაადგილებაზე შეკვეთებს და პროდუქციის რეალურად მიღების შემდეგ ადასტურებენ პროგრამაშივე. ბალანსის ავტორიზაციის ფუნქციონალი საშუალებას გაძლევს თავიდან აირიდო საქონლის არასანქცირებული მოძრაობა.
თუ გჭირდება ნაშთების დეტალური კონტროლი, ბალანსი საშუალებას გაძლევს:
• ჩართო უარყოფითი ნაშთების ფუნქცია და პროგრამულად ვეღარ გაიყიდოს ამოწურული საქონელი - ანუ მარაგები აღარ გავა მინუსში
• საწყობების ჭრილში განსაზღვრო მინიმალური ნაშთები კონკრეტულ პროდუქციაზე, რაც მიგანიშნებს მარაგების შევსებაზე
• ერთი რეპორტით აკონტროლო როგორც თავისუფალი, ისე დარეზერვებული ნაშთები
ბალანსში შეგიძლია პროდუქცია აღრიცხო ვარგისიანობის ვადებისა და სერიების მიხედვით და საქონლის მოძრაობა დააფიქსირო კონკრეტული პარტიების შესაბამისად.
რეპორტები საშუალებას მოგცემს დეტალურად - ვარგისიანობის ვადების ჭრილში, გააკეთო განხორციელებული ოპერაციების ანალიზი.
ბალანსში გამარტივებულია პროდუქციის აღწერა - ბალანსში თითოეული საწყობისთვის იქმნება ინვენტარიზაციის დოკუმენტი. ამავე დოკუმენტის საფუძველზე შეგიძლია მარაგების ზედმეტობის შემოსავალში აღება, ხოლო დანაკლისის ჩამოწერა.
ბალანსი ინტეგრირდება სკანერთან და აღწერის პროცესში ინვენტარიზაციის დოკუმენტი ივსება შტრიხკოდების მიხედვით.
რეპორტებში ლაივ რეჟიმში ხედავ რომელ საწყობში რა პროდუქციაა: როდის არის შესყიდული და რა ნაწილია გაყიდული ან ჩამოწერილი; ხედავ მარაგის თვითღირებულებას, ხელმისაწვდომ და რეზერვირებულ ნაშთებს; აკონტროლებ უარყოფით და მინიმალურ ნაშთებს; ხედავ საწყობებს შორის მაგარების გადაადგილებას და ინვენტარიზაციის შედეგებს.
თუ მარაგების მართვისთვის შენთვის მნიშვნელოვანია სხვა ინფორმაცია, თავად აწყობ სასურველ რეპორტს.