ბალანსი არ არის ტრადიციული საბუღალტრო პროგრამა. აქ შესაძლებელია როგორც წმინდა ფინანსური რეპორტების მიღება, ისე ყოველდღიური საქმიანობის დეტალური რეპორტინგი:
გარდა მზა რეპორტებისა მომხმარებელს შეუძლია თავად ააწყოს ახალი რეპორტი და გამოიტანოს ის მონაცემები, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანია
ბალანსს ქართულთან ერთად აქვს ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი ინტერფეისი: ანუ პროგრამაში მუშაობა შეუძლიათ უცხოელ მენეჯერებსაც, ასევე ორივე უცხო ენაზე შესაძლებელია ნებისმიერი რეპორტის მომზადება და პირდაპირ პროგრამიდან გაგზავნა სასურველ ელ.ფოსტაზე.
ბალანსი სრულად შეესაბამება ქართულ საგადასახადო სისტემას - სახელმწიფო აუდიტისთვის წარსადგენი ყველა ფინანსური ანგარიშგება მოცემულია ზუსტად იმ ფორმით, რაც საგადასახადოს სჭირდება:
თუ პროგრამაში ყველა პროცესი სწორად არის აღრიცხული, დასრულებული ანგარიშგებების მისაღებად მხოლოდ ერთი კლიკია საჭირო.
ბალანსში გვაქვს დავალიანების რეპორტინგი, რომელშიც წინასწარ გაწერილია ყველა მყიდველის ვალდებულებების გრაფიკი - სრული თანხა, გადახდის თარიღები შესაბამისი თანხებით, უკვე დაფარული და დარჩენილი ვალდებულება.
რეპორტი წითლად მონიშნავს ყველა მყიდველის გადახდას, რომელიც დაგვიანებულია ან სრულად არ არის დაფარული.
ბალანსში შესაძლებელია შესყიდვებისა და გაყიდვების რეპორტების ჩაშლა ნებისმიერი სასურველი პერიოდის ჭრილში:
ბალანსი შეგიძლია გამოიყენო როგორც საწყობის პროგრამა, რომლის საშუალებითაც ყოველდღიურად არის შესაძლებელი თითოეულ საწყობში ნაშთების შევსების, გადაადგილების, ხარჯვა-გაყიდვისა და ჩამოწერის კონტროლი:
მშენებლობისა და წარმოების პროცესების აღრიცხვისთვის ბალანსში შესაძლებელია მასალებისა და რეცეპტების დადგენა და ყველა დამატებითი ხარჯის გათვალისწინება, შედეგად დგინდება ზუსტი თვითღირებულება წარმოებისა და მშენებლობის ყველა ეტაპისთვის.
ბალანსში უკვე დევს მზა რეპორტები:
იმისთვის, რომ 15 რიცხვი იყოს ერთი ჩვეულებრივი დღე, ბალანსში შევქმენით ანგარიშგებები, რომელიც დეკლარირებისთვის მზა ინფორმაციას იძლევა.