კვების პროდუქტების წარმოება 

და მაღაზიის პროგრამა

საკვები პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია ერთიან სისტემაში

კვების პროდუქტების წარმოება 

და მაღაზიის პროგრამა

საკვები პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია ერთიან სისტემაში

მარაგების სრულყოფილი აღრიცხვა და საწყობის კონტროლი

ბალანსში ქმნი იმდენ საწყობს, რამდენიც გაქვს რეალურად. პროგრამულად აკონტროლებ პროდუქციის საწყობებს შორის გადაადგილებას. შესყიდული პარტიების მიხედვით ადგენ და აკონტროლებ ვარგისიანობის ვადებს. გაყიდული და წარმოების პროცესში დახარჯული მასალები ავტომატურად ჩამოიწერება საწყობებიდან, შესაბამისი ღირებულებით.

საბოლოო პროდუქტის ზუსტი თვითღირებულება

თითოეული პროდუქტის - მაგალითად 1 პურის თვითღირებულება შეგიძლია მიიღო ამ პურის გამოცხობაზე დახარჯული ყველა რესურსის გათვალისწინებით: მასალის ღირებულება, მცხობელის ხელფასი, კომუნალური და სხვა ზედნადები ხარჯები. ბალანსი ავტომატურად გამოთვლის 1 ცალი პურის თვითღირებულებას.

რეალიზაციას ასახავ ზუსტად ისე, როგორც გაქვს პროცესი

ვთქვათ, აწარმოე ნამცხვარი რომელსაც ყიდი ნაჭრებად, ან, პირიქით აწარმოე ორცხობილა რომელსაც გაყიდი შეფუთვებით. ბალანსში რეალიზაციას ასახავ ზუსტად ისე, როგორც გაქვს პროცესი: პროგრამულად დაშლი წარმოებულ ნამცხვარს და გაყიდი ნაჭრებად და პირიქით ბალანსში შექმნი ორცხობილის შეფუთვებს. პროგრამა ავტომატურად დაგიფორმირებს როგორც ნაჭრების, ისე შეფუთვის თვითღირებულებას.

მოქნილი ფასწარმოქმნა და ანგარიშწორების კონტროლი

ბალანსში ერთი პროდუქტისთვის შეგიძლია დაადგინო რამდენიმე განსხვავებული ფასი. მაგალითად საკვები პროდუქტები დღის 6 საათამდე შეგიძლია გაყიდო  სტანდარტული ფასით, ხოლო 6 საათის შემდეგ ფასდაკლებით და ეს მარტივად ასახო ბალანსში.

პროგრამულად შეგიძლია მართო კლიენტებთან ურთიერთობის პროცესები: დააფიქსირო შეკვეთები, აღრიცხო ამ შეკვეთების მიწოდების სტატუსები, აკონტროლო მყიდველის მიერ თანხის გადახდები და დავალიანებები. ბალანსში შეგიძლია აღრიცხო სასაჩუქრე და დაგროვებითი ბარათები, განსაკუთრებულ მყიდველებს კი დაუდგინო სპეციალური ფასები და ფასდაკლებები.

ბალანსთან ინტეგრირდება ყველა მოწყობილობა შენს მაღაზიაში:

  • სასწორი
  • შტრიხკოდ სკანერი
  • სალარო აპარატი
  • ბანკის ტერმინალი

ანუ, ბალანსით მუშაობისას მოლარის მიერ შეცდომების დაშვების ალბათობა მინიმუმამდე მცირდება.

„ბალანსით ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას თითოეული რესტორნიდან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას დავინახოთ სრული სურათი - რამდენი პროდუქტი იქნა წარმოებული დღის ჭრილში, რა იყო მათი თვითღირებულება, გაყიდვების ოდენობა და შემოსავალი“

 

ირინე მექერიშვილი, ფინანსური დირექტორი

 

დომინოს პიცა

"ბალანსი გვეხმარება, რომ ძალიან სწრაფად და რაც მთავარია სწორად, ვაწარმოოთ ჩვენი პროდუქციის აღრიცხვა  როგორც ჩვენს საწყობში, ასევე მომხმარებლების ობიექტებზე"

 

თამაზ მეგრელიშვილი, დამფუძნებელი

იულიუს მაინლი

"ბალანსით გვაქვს ერთიანი სისტემა მაღაზიაში, საოპერაციო და საბუღალტრო ნაწილში, ინფორმაციის გამარტივებული მიმოცვლა, ხარჯების ზუსტი აღრიცხვა და მინიმალური დანაკარგები"

 

 კოტე რევია, დირექტორი

Fishmarket