შესყიდვისა და გაყიდვისას პროგრამაშივე შექმნი როგორც ზედნადებებს, ისე შესაბამის ანგარიშ-ფაქტურებს და მხოლოდ ერთი კლიკით ატვირთავ და ჩამოტვირთავ RS.ge-დან.
მიღებული სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე შეგიძლია ერთი კლიკით შეისყიდო ძირითადი საშუალებებიც და მარაგებიც.
თუ ერთსა და იმავე პროდუქტებს RS.ge-დან მიღებულ ზედნადებებსა და შენს ბაზაში განსხვავებული სახელები ქვია, ბალანსი გაგიმარტივებს დამუშავების პროცესს: ერთჯერადად დაადგენ შესაბამისობებს, რის საფუძველზეც პროგრამა მიხვდება, რომ კონკრეტული მომწოდებლის „კომპიუტერი“ რეალურად შენი „ლეპტოპია“ და შემდგომ შესყიდვებზე ავტომატურად ასახავს.
მიღებულ ზედნადებებში ასახულ სხვადასხვა ობიექტებს ბალანსში შეგიძლია ერთ დოკუმენტში მოუყარო თავი და აღიარო ერთიან ხარჯად. მაგალითად, თუ სხვადასხვა მიზნებისთვის შეისყიდე საწერი კალმები და ფანქრები, ბალანსში შეგიძლია შეუქმნა ერთი საკანცელარიო ხარჯის დოკუმენტი.
ბალანსში მიღებული ზედნადებების მიხედვით მომწოდებლის ჭრილში ხედავ პროდუქტის ბოლო და მიმდინარე ფასს და გადახრას. ეს გეხმარება მარტივად დაინახო კონკრეტული მომწოდებლის ფასების დინამიკა.
ქმნი შესყიდვებისა და რეალიზაციების მთელ ისტორიას: საბუღალტრო პროგრამა ბალანსში შეგიძლია რამდენიმე წუთში ასახო ყველა ძველი ოპერაცია, რომელიც შექმნილი გაქვს RS.ge-ზე, მიღებული და გაცემული ზედნადებების მიხედვით.
იმისთვის, რომ შეცდომა არ გაიპაროს, ბალანსში მიღებულ ზედნადებებსა და პროგრამაში ასახულ ოპერაციებს შორის კონტროლი ორი მონაცემით შეგიძლია: ჯამური თანხებით და შესყიდული ცალკეული პროდუქტის მიხედვით.
გარდა ამისა, რეპორტებში ხედავ ზედნადებებს, რომელიც მიიღე მაგრამ ჯერ არ გაგიტარებია, და ზედნადებებს, რომელიც პროგრამულად შექმენი თუმცა ჯერ არ აგიტვირთავს RS.ge-ზე.