წარმოება

სრულად აღრიცხე წარმოების პროცესი - დამატებითი და ზედნადები ხარჯები, თანამშრომლების გამომუშავებითი ხელფასი, გამოყენებული ნედლეული და წარმოების შედეგად მიღებული ნარჩენები

სცადე უფასოდ

წარმოება

სრულად აღრიცხე წარმოების პროცესი - დამატებითი და ზედნადები ხარჯები, თანამშრომლების გამომუშავებითი ხელფასი, გამოყენებული ნედლეული და წარმოების შედეგად მიღებული ნარჩენები

სცადე უფასოდ

ყოველთვის იცი ზუსტი თვითღირებულება

ბალანსში შეგიძლია ასახო წარმოების სრული ციკლი - ნედლეულის შესყიდვიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე, მისი რეალიზაციის ჩათვლით. პროგრამა გითვლის პროდუქტის ზუსტ თვითღირებულებას და საშუალებას გაძლევს დაადგინო და შეინარჩუნო შენთვის ხელსაყრელი მოგების მარჟა.

ბალანსი ითვალისწინებს ყველა ხარჯს

პროგრამაში თითოეული პროდუქტის თვითღირებულებაში ნაწილდება წარმოების პროცესში გაწეული პირდაპირი და ზედნადები ხარჯები. შეგიძლია წინასწარ დაადგინო ზედნადები ხარჯების გეგმიური ოდენობაც და სასურველი პერიოდის დასაწყისში წინასწარ ასახო თვითღირებულებაში.

ზუსტად შეაფასე თანამშრომლების შრომა

ბალანსში საშუალება გაქვს გამოშვებული პროდუქციის მიხედვით შეაფასო თანამშრომლის შრომა: განსაზღვრო  ჩართულობა თითოეული პროდუქტის წარმოებაში და შესაბამისად დაადგინო ხელფასი. დადგენილი ანაზღაურება განაწილდება პროდუქტის თვითღირებულებაშიც.

მიადევნე თვალი მასალების ხარჯვას

წარმოებაში თითოეული პროდუქტისთვის ქმნი უნიკალურ რეცეპტს. პროდუქტის გამოშვების დროს რეცეპტში მითითებული მასალები ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდან, ხოლო რეპორტებში აისახება როგორც კონკრეტული პროდუქტისთვის დახარჯული მასალა. თუ რეალურად, წარმოების დროს, დაგეგმილი რეცეპტისგან განსხვავებული მასალა დაგეხარჯა, ბალანსში შეგიძლია დაინახო რამდენია გეგმიდან გადახრა და შესაბამისად შეცვალო რეცეპტიც.

აღრიცხე ნარჩენებიც

წარმოების ნარჩენები შეიძლება შენთვის მეორადი ნედლეული იყოს. ბალანსში პროდუქტის გამოშვების დოკუმენტშივე შეგიძლია მიუთითო ნარჩენი მასალაც. მაგალითად, ღვინის წარმოებისას დააფიქსირო ერთი ბოთლი ღვინის ჩამოსხმის შედეგად მიღებული ჭაჭა მასალა და გამოიყენო სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში.  

 

დაინახე წარმოების სრული პროცესი

რეპორტებში ხედავ როგორ ფორმირდება შენი პროდუქტების თვითღირებულება - რა დამატებითი და ზედნადები ხარჯები გაწიე და როგორ გადანაწილდა მიღებულ პროდუქციაზე. თანამშრომლების რა შრომა და ანაზღაურება ჩაიდო ამ წარმოებაში. რა მასლა დაგეხარჯა და რა მეორადი მასალა დაგრჩა. პარალელურად  გაქვს საშუალება აკონტროლო მოგების მარჟა.