იმუშავე RS.ge-ზე პროგრამიდან გაუსვლელად, ერთი კლიკით მიიღე და გაგზავნე ზედნადებები და ა/ფ-ები, შეამცირე შეცდომების ალბათობა რეპორტებით და 2-ჯერ შეამცირე დახარჯული დრო
მართე შენი მარაგები საწყობების მიხედვით. აკონტროლე ხარჯვა და ნაშთები, რეპორტების საშუალებით რეალურ დროში ადევნე თვალი პროდუქციის ვარგისიანობის ვადებს და მარაგების შიდა გადაადგილებას
იცი პროდუქტის ზუსტი თვითღირებულება - ანაწილებ თანამშრომლების ხელფასს, დამატებით და ზედნადებ ხარჯებს. პროგრამაში ხედავ წარმოებისათვის გამოყენებულ ნედლეულს და წარმოებს შედეგად მიღებულ ნარჩენებსაც
ბალანსში შეგიძლია შესყიდვის ოპერაციების საფუძველზე აკონტროლო შესყიდული პროდუქციის თვითღირებულება, ასევე გაანაწილო მომსახურება და სხვა დამატებითი ხარჯები, შესაბამისად შეინარჩუნო შენთვის სასურველი მომგებიანობის მარჟა
მოარგე ბალანსი შენს საცალო გაყიდვების სტილს და დააკავშირე ყველა მოწყობილობასთან მაღაზიაში. ასახე პროცესები თანმიმდევრულად და შექმენი შენთვის ხელსაყრელი ანგარიშსწორების პირობები
შეგიძლია დაადგინო შენი თანამშრომლების შრომის ზუსტი ანაზღაურება - დათვალო ხელფასები კონკრეტული მომსახურების გაწევისა თუ თითოეული წარმოებული პროდუქტის მიხედვით
ბალანსში სრულად აკონტროლებ შენს ძირითად საშულებებს: თვალს ადევნებ ცვეთას და ყოველდღიურად იცი ინვენტარის საბალანსო ღირებულება
მიიღე cashflow რეპორტი ერთი კლიკით. ბალანსში რეალურ დროში ხედავ ფულადი ნაკადების მოძრაობას, რაც საშუალებას გაძლევს მიიღო სწორი მენეჯერული გადაწყვეტილებები. მარტივად მუშაობ ინრენეტ ბანკთან
"ჩვენ საბუღალტრო მომსახურებას ვეწევით. ბალანსი საშუალებას გვაძლევს კლიენტებს ბევრად უფრო სწრაფად მოვემსახუროთ, პროგრამაშივე მოვუმზადოთ ყველა საჭირო რეპორტი და რეალურ დროში მივცეთ თავიანთი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე ყოველდღიურად თვალის დევნების საშუალება." - დიმიტრი ბასილაშვილი
"ბალანსის დანერგვამ ძალიან მოქნილი გახადა ჩვენი მუშაობა. გამოგვითავისუფლა დიდი დრო და ენერგია. საშუალება მოგვცა, რომ ჩვენი ადამიანური რესურსი და ძალისხმევა მივმართოთ ახალი პარტნიორების მოზიდვაზე. გავზარდოთ გაყიდვები და უფრო მეტი ვიზრუნოთ ჩვენი სერვისის სრულყოფაზე" - ნინო გამყრელიძე
„ბალანსით პროცესების ავტომატიზაციამ საშუალება მოგვცა ერთიან სისტემაში დავინახოთ მთელი ბიზნესი, ვიცოდეთ პროექტების რეალური თვითღირებულება, მაქსიმალურად მომგებიანად დავგეგმოთ შესყიდვები, დავადგინოთ ოპტიმალური მარჟა, ვიყოთ დაცულები საკანონმდებლო სანქციებისგან" - თენგიზ ხეჩიკაშვილი