ბალანსში მანქანებსა და ავტონაწილებს აღრიცხავ სასურველი რეკვიზიტს გამოყენებით - ვინ კოდით, მოდელით, გამოშვების წელით, ბრენდით და ა.შ
თუ პროდუქცია იმპორტით შემოგაქვს, ბალანსით შეძლებ პროგრამულად გაანაწილო ყველა ხარჯი ნივთის თვითღირებულებაზე - იმპორტის ხარჯი, ტრანსპორტირების ხარჯი, დაზღვევის ხარჯი, დამატებითი მომსახურების ხარჯი და ა.შ. ამგვარად დაადგენ რეალურად მომგებიან მარჟას.
ბალანსში ერთ ნივთზე რამდენიმე განსხვავებული ფასის დადგენაა შესაძლებელი - VIP მომხმარებლებისთვის, საცალო და საბითუმო მყიდველებისთვის და ა.შ. პროგრამაშივე დაარეგისტრირებ მომხმარებლების ხელშეკრულებებსაც, სადაც გაწერ პირობებს და შემდგომ უკვე შეკვეთებსაც, რომელსაც პირდაპირ მიებმება რეალიზაცია.
არ აქვს მნიშვნელობა როგორი ობიექტი გაქვს, ბალანსში ყველანაირი ფუნქციონალი დაგვხდება: საბითუმო ვაჭრობისთვის გვაქვს „გაყიდვების დამხმარე“ - მოლარე-ოპერატორის ინტერფეისი, სადაც საწყობის ნაშთებისა და სხვა დამატებითი რეკვიზიტების გამოტანაა შესაძლებელი.
საცალო მაღაზიისთვის, სადაც მთავარია სწრაფი სერვისი, გვაქვს ე.წ. „თაჩიანი“ სენსორული პოსი + მომხმარებლის ეკრანი.
ბალანსის შეძლებ live რეჟიმში აკონტროლო საწყობები - რამდენი პროდუქტია საწყობში, რა მოდელის, როდის არის შეძენილი, უახლოვდება თუ არა ნაშთი მინიმალურ ზღვარს და დრო არის თუ არა რომ შეუკვეთო.
გარდა ამისა საწყობებში დაადგენ პასუხისმგებელ პირებს და თუ ავტორიზაციის ფუნქციასაც ჩაურთავ, მათი თანხმობის გარეშე საწყობიდან პროდუქცია ვერ გავა.
ბალანსი არის მინი ERP ტიპის სისტემა, სადაც ერთ სივრცეშია ბუღალტერიაც და საოპერაციო აღრიცხვაც - POS-ზე მოლარის მირ დაფიქსირებული გაყიდვები, ფიქსირდება.
შედეგად, ადამიანური შეცდომების რაოდენობა შემცირებულია მინიმუმადე და იზოგება დრო.
დააინტეგრირე ის ბალანსთან - ბალანსს აქვს ღია API, ანუ მისი ინტეგრაცია შესაძლებელია სხვა პროგრამებთან, მაგალითად თუ უკვე გაქვს გაყიდვების პროგრამა „ფრონტში“, ან ონლაინ მაღაზია შეგიძლია მარტივად მიაბა ბალანსს და მიიღო საწყობისა და ფინანსური რეპორტები ერთი კლიკით.
თუ მომხმარებელს სერვისსაც სთავაზობ მაშინბალანსში რპდუქტებთა ერტად გაწეული სერვისისც აღღიცვხაც შეფიძლია - რმელმა ხელოსანმა რომელ თანამშემეს რა მომსსხურება გაუწია და რამდენი უნდა იყსომისი გამომუსავებული ანაზრაურება.