ბალანსი არის თანამედროვე საბუღალტრო პროგრამა, უფრო მეტიც - მინი ERP სისტემა, რაც ნიშნავს რომ გაქვს სრულყოფილი საოპერაციო ნაწილი, რომელიც საშუალებას გაძლევს პროგრამულად დააფიქსირო ყველა ბიზნეს პროცესი: მარაგების შესყიდვა, წარმოება, საცალო და საბითუმო გაყიდვები, ბუღალტერია და ფინანსები.
საბოლოო ჯამში ზუსტად იცი პროდუქციის თვითღირებულება, გეგმავ ოპტიმალურ მარჟას და აკონტროლებ მომგებიანობას.
ბალანსის ერთიანი სისტემაში ჩართულია და პარალელურად მუშაობს ყველა თანამშრომელი - მოლარე, გაყიდვების მენეჯერი, საწყობის მენეჯერი, ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი და ტოპ მენეჯერები. შესაძლებელია ყველა თანამშრომლისთვის შესაბამისი უფლებების გაწერა - კონკრეტულ ქმედებებზე უფლების მიცემა და შეზღუდვა.
ამგვარად კომპანიის ყველა პროცესი ფიქსირდება ერთ ბაზაში და თან პროცესების აღრიცხვა გამიჯნულია თანამშრომლების პოზიციების შესაბამისად.
ბალანსი შეგიძლია გამოიყენო როგორც საწყობის პროგრამა - გაქვს საწყობების სრულყოფილი მოდული, რომელიც საშუალებას გაძლევს ყოველდღიურად ადევნო თვალი მარაგების შევსებას, ხარჯვასა და გადაადგილებებს, ვარგისიანობის ვადებს, უარყოფით და მინიმალური ნაშთებს, ასევე რეზერვირებულ და თავისუფალ ნაშთებს და ინვენტარიზაციის პროცესს. შეგიძლია პროგრამულად აკონტროლო თითოეული საწყობი და თანამშრომელი.
ბალანსში გვაქვს100-ზე მეტი მზა რეპორტი, მათ შორის ძირითადი ფინანსური ანგარიშგებები - cashflow, ბალანსი, მოგება-ზარალი. ასევე მზა ფორმით არის მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოების ფინანსური ანგარიშგებები. პლუს ამას, ბალანსში 1 კლიკით გენერირდება საოპერაციო რეპორტები - დავალიანების რეპორტი, გაყიდვები, მარაგები. შესაძლებელია ბიუჯეტირება და ანგარიშსწორება ნებისმიერ ვალუტაში.
ამასთან, ბალანსში შესაძლებელია კომპანიაზე მორგებული რეპორტის აწყობაც.
.