შესყიდვები

გაანაწილე შესყიდული მომსახურება და სხვა დამატებითი ხარჯები პროდუქციის თვითღირებულებაზე - შეინარჩუნე შენთვის სასურველ მომგებიანობის მარჟა

სცადე უფასოდ

შესყიდვები

გაანაწილე შესყიდული მომსახურება და სხვა დამატებითი ხარჯები პროდუქციის თვითღირებულებაზე - შეინარჩუნე შენთვის სასურველ მომგებიანობის მარჟა

სცადე უფასოდ

წინასწარ დაგეგმე შემდეგი შესყიდვა

შეუფერხებელი გაყიდვებისთვის შეგიძლია წინასწარ დაგეგმო შესყიდვები - ბალანსში ჯერ აფიქსირებ შეკვეთებს და ამავე დოკუმენტის საფუძველზე ყიდულობ პროდუქციას.

ადგენ ფასებს პროდუქტის და მომწოდებლის მიხედვით - თითოეული პროდუქტის ჭრილში  შეგიძლია შეადარო ძველი და მიმდინარე ფასები და დაინახო დინამიკა.

დაადგინე ზუსტი თვითღირებულება

იმისთვის რომ ზუსტად იცოდე რა გიჯდება პროდუქტი და საშუალება გქონდეს შეინარჩუნო სასურველი გაყიდვების მარჟა, ბუღალტრული პროგრამა ბალანსი საშუალებას გაძლევს გაქვს ადგილობრივი შესყიდვისას ან იმპორტირების პროცესში გაწეული დამატებითი ხარჯები გაანაწილო პროდუქტის თვითღირებულებაზე.

შეუქმენი განსხვავებული პირობები მომწოდებლებს

მომწოდებლებს შეგიძლია შესთავაზო სხვადასხვა გადახდის პირობები და ეს პროგრამაში ასახო მათ ინდივიდუალურ ხელშეკრულებებში. მაგალითად კონსიგნაცია, განსხვავებული ფასები პერიოდის მიხედვით და სხვა ნებისმიერი სპეციფიკური გარიგება.

მიიღე შესყიდვების სრული ანალიტიკა

რეპორტებში ხედავ შესყიდვების სრულ სურათს - მომწოდებლებისგან შესყიდულ პროდუქციას ანგარიშსწორების თარიღებისა და თანხების მიხედვით; გაქვს ჩასათვლელი დღგ-ს და დამატებითი ხარჯების ანალიზის ანგარიშგება. შეგიძლია ააწყო ნებისმიერი სასურველი რეპორტი და გამოიტანო შენთვის მნიშვნელოვანი მონაცემები.