გვინდა ერთ საინტერესო პროექტზე მოგიყვეთ: ბალანსი საქართველოს ბანკის „ბუღალტერიის განვითარების პროგრამის“ პარტნიორი გახდა. ეს იმიტომ, რომ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი - ბუღალტერიის გაციფრულება ზუსტად ჩვენს უმთავრეს იდეას ემთხვევა. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და თანამშრომლობით კიდევ უფრო ეფექტურად შევძლებთ მცირე და საშუალო ბიზნესებთან კომუნიკაციასა და აღრიცხვიანობის გაციფრულებაში დახმარებას.
ამასთან, პროექტში ჩართულ კომპანიებს, რომლებიც ბალანსისა და ამასთანავე საქართველოს ბანკის მომხმარებლები არიან, კიდევ უფრო გაუმარტივდებათ ბანკთან ურთიერთობა და შესაბამისად, ბიზნესის ზრდაც.
ბუღალტერიის გაციფრულება გულისხმობს კომპანიის პროცესების აღრიცხვას თანამედროვე პროგრამებით. ასეთი პროგრამები იძლევა ბანკებთან და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებთან ინტეგრაციის შესაძლებლობას, რაც საბოლოო ჯამში ზოგავს როგორც თავად მომხმარებლის დროსა და ენერგიას, ისე ამცირებს ინფორმაციის გაცვლისას რუტინულ საქმესა და შეცდომების რაოდენობას.
დღეს ბევრი კომპანია იყენებს ბუღალტრული აუთსორსინგის მოდელს და ფინანსურ აღრიცხვას ანდობს სპეციალიზებულ კომპანიებს. ბუღალტერიის განვითარების პროგრამაში ასეთი ბუღალტრული კომპანიებიც არიან ჩართული - მაგალითად „ენთები“ მომხმარებელს სრულ ბუღალტრულ სერვისს სთავაზობენ, ბუღალტერიას თანამედროვე სტანდარტებით აღრიცხავენ, აწესრიგებენ და ამგვარად უმარტივებენ ბიზნესს ბანკთან ურთიერთობას.
საბოლოო ჯამში ორივე რგოლით: თანამედროვე სააღრიცხვო სისტემითა და მოწესრიგებული ბუღალტერიით მიიღწევა, ის რომ ბანკის მხრიდან სესხის მოთხოვნა მუშავდება უმოკლეს დროში, საკრედიტო ლიმიტის ვადა იზრდება და გაცილებით მარტივად შეძლება მისი მართვა, ბანკს უმარტივდება ბიზნესზე მორგებული პროდუქტების შეთავაზება.
პროექტის მონაწილეებს ბალანსისგან განსაკუთრებული შეთავაზება ექნებათ:
Enterprise ქლაუდ ლიცენზიის ყოველთვიური ფასი პირველი წლის განმავლობაში 79 ლარის მაგივრად იქნება 59 ლარი.
ასევე, ფასდაკლებას მიიღებთ დანერგის სერვისზე: დღიური ტარიფი ნაცვლად 760 ლარისა, იქნება 500 ლარი და ბალანსის ტრენინგზე: 350 ლარის ნაცვლად - 280 ლარი.
პროექტში მონაწილეობისთვის შეავსეთ საქართველოს ბანკის განაცხადის ფორმა.