თუ სამშენებლო მასალებს საცალოდ ყიდი და გაქვს მაღაზია, ბალანსი ინტეგრირდება ყველა სავაჭრო მოწყობილობასთან: სასწორთან, შტრიხკოდ სკანერთან, ბანკის ტერმინალთან და სალარო აპარატთან. მოლარე ლაივ რეჟიმში ხედავს საწყობის ნაშთებს: შედეგად, მუშაობს უფრო სწრაფად და მინიმუმადე მცირდება გაყიდვების პროცესში დაშვებული შეცდომები.
თუ პროდუქციასთან ერთად მომსახურებასაც ყიდი, ბალანსში შეგიძლია ეს ორი პროცესი ერთად აღრიცხო. მაგალითად, თუ გაყიდე კარი და კლიენტთან ის შენმა ხელოსანმა დაამონტაჟა, ბალანსში ერთ დოკუმენტში გაწერ კარის, მისი სხვადასხვა ნაწილებისა და ხელოსნის ხელფასს და მიიღებ გაწეული მომსახურების ჯამურ თვითღირებულებას.
ბალანსში შეგიძლია პროგრამულად „ააწყო"გასაყიდი პროდუქტი. მაგალითად: ერთ დოკუმენტში აღრიცხო დასრულებული კარისთვის ყველა საჭირო დეტალი: ხის მასალა სახელური და ანჯამები. ბალანსი თვითღირებულებას ერთად დაგითვლის და კარის გაყიდვის დროსაც ყველა დახარჯული მასალა ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდან.
ბალანსში შეგიძლია:
თუ სამშენებლო მასალები იმპორტით შემოგაქვს, ბალანსში შეძლებ იმპორტისა და სხვა დამატებითი ხარჯების, მაგალითად ტრანსპორტირების ხარჯის თვითღირებულებაში განაწილებას. ეს საშუალებას გაძლევს იცოდე რეალურად რა გიჯდება თითოეული პროდუქტი და აკონტროლო მარჟები.