ბალანსში ოპერაციების SMS ავთენტიფიკაცია

SMS ავთენტიფიკაციისას პროგრამა შემთხვევითობის პრინციპით აგენერირებს კოდს, რომელიც იგზავნება SMS-ით შესაბამის ადრესატთან. ადრესატი შეიძლება იყოს მონაცემთა ბაზაში დამატებული მყიდველი, მომწოდებელი ან თანამშრომელი.

 

ყოველ ოპერაციაზე, რომლისთვისაც საჭიროა SMS ავთენტიფიკაცია, პროგრამაში გაიხსნება კოდის შესაყვანი ფანჯარა.

 

მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს მიღებული კოდი შესაბამის ველში და დაადასტუროს "OK" ღილაკით. თუ შეყვანილი კოდი არ დაემთხვევა SMS-ით გაგზავნილ კოდს, სისტემა არ შეასრულებს ოპერაციას და გამოიტანს შესაბამის შეტყობინებას.

 

ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადმოწერეთ ფაილი.

გადმოწერა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით