გაცემული ზედნადებების უკან დაბრუნებების ჩამოტვირთვის დამხმარე
ფუნქციონალი საშუალებას იძლევა მითითებული პერიოდის უკან დაბრუნების ზედნადებები ჩაიტვირთოს ბაზაში და დაუკავშირდეს შესაბამის რეალიზაციებს. მიბმის პროცესისთვის აუცილებელია, რომ რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებები წინასწარ იყოს გამოწერილი.
უკან დაბრუნებული საქონლის რეალიზაციაზე მიბმა ხორციელდება შემდეგი პრიორიტეტით:
- საწყობი
- მყიდველი
- ფასი (1 თეთრის სიზუსტით)
- LIFO მეთოდი.
თუ აღნიშნული პრიორიტეტებით შესაბამისი რეალიზაცია ვერ მოიძებნება, ფუნქციონალი ავტომატურად ქმნის საფუძვლის გარეშე რეალიზაციის კორექტირების დოკუმენტს, სადაც პროდუქციის მონაცემები გადმოდის ზედნადებიდან, ხოლო საწყობში მიეთითება წინასწარ განსაზღვრული საწყობი.
ეს ფუნქციონალი მნიშვნელოვნად ამარტივებს უკან დაბრუნებული საქონლის მართვისა და რეალიზაციის კორექტირების პროცესს.
ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადმოწერეთ ფაილი.
გადმოწერა