მოგება-ზარალის ბიუჯეტის შესრულების რეპორტი ვალუტაში

მოგება-ზარალის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება გამოიყენება ბიუჯეტის კონტროლისთვის, გეგმის შედარებისთვის ფაქტობრივ მონაცემებთან და შესრულების პროცენტის გასარკვევად. ანგარიშგების ქუდში გამოტანილია პერიოდი, ბიუჯეტის დოკუმენტი, ვალუტა, გეგმისა და ფაქტის კურსები.

ფაქტის კურსი ავტომატურად განისაზღვრება ანგარიშგების ვალუტის მიხედვით, მაგრამ შესაძლებელია მისი ხელით რედაქტირება.

 

პერიოდის არჩევის შემდეგ იფილტრება შესაბამისი ბიუჯეტის დოკუმენტები. ანგარიშგება ფორმირდება პერიოდულობის მიხედვით (თვეები, კვარტალები, ნახევარი წელი, წელი) და მოიცავს გეგმისა და ფაქტის მონაცემებს როგორც ლარში, ასევე ვალუტაში, გადახრებითა და პროცენტული შესრულებით.

 

ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადმოწერეთ ფაილი.

გადმოწერა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით