სასტუმროს საოპერაციო პროგრამის Cloudbeds-თან ინტეგრაცია
დამუშავებას აქვს 3 ღილაკი:
- ჩატვირთვა, აღნიშნული ღილაკზე დაჭერით პროგრამა ქმნის რეალიზაციებისა და გადახდების დოკუმენტებს
- შევსების კონტროლი, მოწმდება ყველა საჭირო ცნობარი დოკუმენტის შესაქმნელად რამდენად არსებობს ბაზაში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ცნობარი არ არსებობს ბაზაში, დამუშავება გააწითლებს და დააგენერირებს შესაბამის შეტყობინებას
- ცხრილის ჩატვირთვა ფაილიდან, ღილაკით გავდივართ ფაილის ასარჩევ ფორმაზე.
Cloudbeds-დან ამოღებულ ექსელში არსებული ინფორმაციიდან პროგრამისთვის რელევანტურია შემდეგი მონაცემები:
- Room-ის სვეტში არსებული ინფორმაცია ბალანსში ემატება, როგორც მომსახურების ტიპის ნომენკლატურა, რათა გაყიდვების და შემოსავლების დანახვა შესაძლებელი იყოს ანგარიშგებებში
- Res # - სვეტში არსებული ინფორმაცია არის რეზერვაციის ნომერი, რომელიც დამუშავებით შექმნილ დოკუმენტებს ექნებათ მითითებული
- Source - ველში არსებული ინფორმაცია, გულისხმობს კლიენტის მოყვანის წყაროს, რომელიც ბალანსში ემატება როგორც მყიდველი
- Description – ის ველში არსებული ინფორმაცია გულისხმობს გადახდის ტიპს, რომელიც შესაძლებელია იყოს როგორც ქეში/ტერმინალი. ასევე ჩარიცხვა მყიდველის წყაროს მიხედვით. მაგ:Airbnb Payment
ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადმოწერეთ ფაილი.
გადმოწერა