„ბალანსი“ უკვე 3 წელია კომპანია ზოდის სააღრიცხვო პროგრამაა. „ზოდი“ არის სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების ერთერთი უმსხვილესი რეალიზატორი ბაზარზე. კომპანიის მფლობელობაშია 6 ჰიპერმარკეტი თბილისსა და რეგიონებში. ხოლო გასული წლის ოქტომბრიდან კომპანია შევიდა წარმოების სფეროში და დაიწყო ქართული ბუნებრივი ქვების წარმოებაც.
ჯაბა ფუტკარაძე, „ზოდის“ დირექტორი:
„ბალანსი არის ჩვენი კომპანიის ავტომატიზაციის სისტემა, რომელიც დანერგილია ჩვენს სავაჭრო დარბაზებში, ასევე ბექოფისში და რომელიც აერთიანებს ბუღალტერიას, სასაწყობო მარაგებს, წარმოებასა და ფინანსებს“
“ზოდის“ თითოეულ ჰიპერმარკეტის აქვს თავისი საწყობი, რომელიც სხვადასხვა სივრცედ არის დაყოფილი. თითოეულ ობიექტზე კი ათობით თანამშრომელია დასაქმებული. კომპანიას სჭირდებოდა პროგრამა სადაც იმუშავებდნენ ჰიპერმარკეტების კონსულტანტები პროდუქციის გაყიდვისას, საწყობის მენეჯერები, ბუღალტრები და პროცესებს გააკონტროლებდნენ მენეჯერები.
![]() |
ჯაბა ფუტკარაძე:
„ბალანსი გვაძლევს შესაძლებლობას აღრიცხვიანობა ვაწარმოოთ ცალკეული დეპარტამენტების მიხედვით, ცალკეული ობიექტების მიხედვით შესაბამისად გავმიჯნოთ ეს ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ფინანსური ანალიზის გაკეთების დროს სწორედ ობიექტებისა და დეპარტამენტების ჭრილში გამიჯნული ინფორმაციაა ძალიან მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება შეკვეთების მოდულს, ეს სისტემა არის ძალიან მოქნილი: ჩვენს პრაქტიკაში, მას შემდეგ რაც რეგისტრირდება შეკვეთა, ხშირად გვჭირდება რომ დარეგისტრირების შემდეგ, ამ შეკვეთის მიხედვით გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდებოდეს თანხის გადახდა, შემდეგ ხდებოდეს რეალიზება, პროდუქციის მიწოდება და საწყობიდან ჩამოწერა. ბალანსი გვაძლევს ამ ჯაჭვის შექმნისა და თვალყურის დევნების შესაძლებლობას“
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბალანსით აღრიცხვაში?
„ვფიქრობ, ბალანსის მთავარი უპირატესობაა ის, რომ შესაძლებლობას იძლევა ერთ სივრცეში დაინახო მთელი ფინანსური აღრიცხვა და ბუღალტერია, და მარაგები მართო ყოველდღიურად ლაივ რეჟიმში, გარდა ამის ძალიან მნიშვნელოვანია მოქნილი შეკვეთების სისტემაც, საცალო რეალიზაციისას“
ბალანსის უფასო დემო ვერსიას ნახავთ თქვენს პროფილზე - ამისთვის უბრალოთ გაიარეთ რეგისტრაცია.
ასევე, ჩაგვინიშნეთ ონლაინ შეხვედრა, ზუსტად რომ გავიაროთ თქვენი კომპანიის საჭიროებები და მათი გადაწყვეტა ბალანსში.
ან დაგვირეკეთ: 591 766 766
N1 პროგრამა მენეჯერებისა და ბუღალტრებისთვის cloud-ზე