კომპანია „ზარაფხანა“ უკვე 3 წელზე მეტია პროგრამა ბალანსს იყენებს. ახალი სააღრიცხვო პროგრამის დანერგვის აუცილებლობა ზარაფხანამ მისი წარმოების პროცესიდან გამომდინარე გადაწყვიტა. კომპანიის ფინანსურ მენეჯმენტს სჭირდებოდა სისტემა, რომელიც სრულად აღრიცხავდა წარმოების ყველა ეტაპს: დახარჯულ მასალა, დანაკარგებსა და დასრულებულ ნაკეთობებს.
ბალანსს აქვს სრულყოფილი წარმოების მოდული, რომელშიც შესაძლებელია წარმოების ყველა ეტაპის პროგრამულად ჩაშლა და დახარჯული მასალი კონტროლი საწყობების მიხედვით, რეცეპტებით წარმოება, დანაკარგების აღრიცხვა და საბოლოო პროდუქტის თვითღირებულების დათვლა, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც მასალის, ისე დამატებითი და ზედნადები ხარჯები.
წარმოების პროცესში აღრიცხული ინფორმაცია პარალელურად აისახება ბუღალტერიაშიც. ყოველივე აქედან გამომდინარე, „ზარაფხანამ“ ბალანსი დანერგა.
ნატო ავქოფაშვილი, „ზარაფხანას“ მთავარი ბუღალტერი:
„მიუხედავად იმისა რომ ჩვენი წარმოება საკმაოდ რთულია ბალანსი ზუსტად მორგებულია ჩვენს წარმოების პროცესს და გვაძლევს იმის საშუალებას რომ ზუსტად აღვრიცხოთ წარმოებაში გამოყენებული ნედლეული და ძვირფასი ქვები.
გარდა ამისა ბალანსი საკმაოდ მოხერხებულია საცალო გაყიდვების პროცესში და ამიტომ მას ვიყენებთ ჩვენს ბრენდირებულ მაღაზიებშიც საცალო რეალიზაციაში“
რა მოგწონთ ბალანსში?
„ბალანსის გამოყენებამ პირველ რიგში შეგვიმცირა დროის დანაკარგი, მნიშვნელოვნად გვეხმარება ზუსტად აღვრიცხოთ წარმოებაში გამოყენებული მასალა, წარმოების ყველა ეტაპი, აღვრიცხოთ დანაკარგები, მივყვეთ ზუსტად წარმოების პროცესს.
განსაკურებით მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ბალანსი გვეხმარება შემოსავლების სამსახურთან ადმინისტრირების საკითხის ნაწილში, კერძოდ ეს ეხება დეკლარაციების მომზადებას."
ბალანსსის საოპერაციო მოდულის ყოველდღიური აღიცხვის პარალელურად აქვს სრულყოფილი მენეჯერული რეპორტინგი.
"გარდა ამისა პროგრამა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამოვიღოთ მნიშვნელოვანი მენეჯერული რეპორტები და ზუსტად მივადევნოთ თვალი ჩვენი წარმოებისა და გაყიდვები უწყვეტ პროცესს.
აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ განსაკუთრებით მომწონს პროგრამის მხარდაჭერის სერვისი. მხარდაჭერით თანამშრომლები ყოველთვის ოპერატიულად გვიწევენ დახმარებას. სალომეს პირადად გადავუხდიდი მადლობას“
ბალანსის უფასო დემო ვერსიას ნახავთ თქვენს პროფილზე - ამისთვის უბრალოთ გაიარეთ რეგისტრაცია.
ასევე, ჩაგვინიშნეთ ონლაინ შეხვედრა, ზუსტად რომ გავიაროთ თქვენი კომპანიის საჭიროებები და მათი გადაწყვეტა ბალანსში.
ან დაგვირეკეთ: 591 766 766
N1 პროგრამა მენეჯერებისა და ბუღალტრებისთვის cloud-ზე