ბალანს ასისტენტი - ჭკვიანი ციფრული აგენტი

ბალანსის სიახლეები
13 იანვარი,2026

ბალანს ასისტენტი - ჭკვიანი ციფრული აგენტი

ბალანსის ახალი რელიზი ცვლის ყოველდღიურ აღრიცხვას. პროგრამა უკვე არა მხოლოდ ასრულებს შენს დავალებებს, არამედ თავად იწყებს ფიქრს და ზრუნავს შენზე.
ცნობილია, რომ ბალანსს მრავალი ავტომატიზირებული ფუნქცია აქვს, თუმცა ამჯერად უფრო დაიხვეწა და ბუღალტრული რუტინა, რომელიც ადრე მაინც გხვდებოდათ პროგრამაში და დროს მოითხოვდა, ახლა ისინიც სრულად ავტომატიზებულია.

ბალანს ასისტენტი არის ჭკვიანი ციფრული აგენტი, რომელიც შენი პირადი ბუღალტრის მსგავსად ზრუნავს ყველაფერზე.
იგი ავტომატურად ჩამოტვირთავს ოპერაციებს ინტერნეტ ბანკიდან, ატვირთავს დოკუმენტებს, ჩამოიტანს ზედნადებებს RS.ge-დან, აგზავნის ანგარიშგებებს ელფოსტით და საჭიროების შემთხვევაში ახსენებს მყიდველებს დავალიანებებსაც.
სისტემა მუშაობს ისე, რომ შენს ჩარევას აღარ სჭირდება. შედეგი კი უკვე გხვდება მოწესრიგებული და ზუსტი.

ბანკებთან ინტეგრაცია ახლა კიდევ უფრო მოქნილია. შეგიძლია განსაზღვრო, რომელი ანგარიშის ამონაწერი ჩამოიტვირთოს, რამდენი დღის მონაცემი მოიცვას და რა პერიოდულობით. ყოველი დილა იწყება განახლებული საბანკო მონაცემებით, ისე თითქოს ვიღაცამ შენზე ადრე დაიწყო მუშაობა.

ასევე, თუ ადრე ზედნადებების ჩამოტვირთვა ყოველდღიური საქმე იყო, ახლა ეს პროცესი ბალანს ასისტენტმა ჩაიბარა. სისტემა ავტომატურად უკავშირდება შემოსავლების სამსახურს და ყოველდღიურად ასინქრონებს მონაცემებს ისე, რომ ბაზა მუდმივად იყოს შესაბამისობაში RS.ge-სთან.
უახლოეს განახლებაში დაემატება ანგარიშ-ფაქტურების ავტომატური შეტვირთვა, რაც სრულად გამორიცხავს ხელით ჩარევის საჭიროებას.

ბალანს ასისტენტი აგზავნის ანგარიშგებებს მაშინაც, როცა შენ კომპიუტერთან არ ხარ. შეგიძლია ერთჯერადად ააწყო გრაფიკი, მიუთითო მიმღებები და განსაზღვრო ტექსტი, რომელსაც ელფოსტა გაატანს. ანგარიშგებები იგზავნება წინასწარ დაგეგმილ დროსა და ფორმატში, რაც ამცირებს ბუღალტრის დატვირთვას და ზრდის პროცესის ორგანიზებულობას.

შეტყობინებების გაგზავნაც ავტომატიზებულია. მყიდველებს სისტემის საშუალებით ეგზავნებათ ელფოსტა ან SMS დავალიანების შესახებ. შენ მხოლოდ ადგენ შაბლონს და საზღვრავ პერიოდულობას, დანარჩენს კი ბალანსი აკეთებს.

სესხებისა და გეგმიური დარიცხვების მოდულებიც ბალანს ასისტენტმა აიღო საკუთარ თავზე.
თუ გრაფიკი წინასწარ არის განსაზღვრული, პროგრამა თავად ქმნის დოკუმენტებს შესაბამის ვადებში და უზრუნველყოფს, რომ არაფერი გამოგრჩეს.

ეს ყველაფერი ქმნის ახალ სამუშაო კულტურას, სადაც პროგრამა აღარ არის მხოლოდ აღრიცხვის ინსტრუმენტი.
ბალანსი იქცევა ციფრულ კოლეგად. სისტემად, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს, როდის და როგორ.

ასე ზოგავ დროს საკუთარი თავის სასარგებლოდ. პროცესები ხდება მარტივი და ბიზნესის მართვა უფრო გონივრული.