"ბალანსის" სერვისის ხელშეკრულება
მოცემული სერვისის ხელშეკრულება იდება ერთი მხრივ, სს დიჯიტრონი და მეორე მხრივ, იმ პირს შორის, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ ან ასეთის არარსებობისას, თქვენსა და სს დიჯიტრონს შორის.
1. ტერმინთა განმარტება
1.1. მიმწოდებელი - სს დიჯიტრონი (ს.ნ.: 205033444), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის ფაქტობრივი მისამართია: ქ. თბილისიივ. თარხნიშვილის #2, ვერებიზნესცენტრი, მე-7 სართული.
1.2. მომხმარებელი - პირი, რომლსაც ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცემა სარგებლობის უფლება.
1.3. საბოლოო მომხმარებელი - მომხმარებლის, მასთან აფილირებული პირის ან/და ბიზნეს პარტნიორის თანამშრომელი, რომლსაც აქვს წვდომა სერვისზე ან სხვაგვარად ახორციელებს სერვისით სარგებლობას.
1.4. მომხმარებელთან აფილირებული პირი - ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელშიც მომხმარებლის წილობრივი მონაწილეობა არანაკლებ 50%-ს შეადგენს ან პირიქით, რომელსაც მომხმარებელში აქვს არანაკლებ 50%-იანი წილობრივი მონაწილეობა.
1.5. ბიზნეს პარტნიორი - იურიდიული პირი, რომლსაც მომხმარებლისთვის საბუღალტრო/აუდიტორული მომსახურების გასაწევად ესაჭიროება სერვისზე წვდომა.
1.6. მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს ამ ხელშეკრულების მხარეს.
1.7. სარგებლობის უფლება - სერვისით და საბაზისო მხარდაჭერის მომსახურებით სარგებლობის არაექსკლუზიური, ვადიანი და გაუსხვისებელი უფლება.
1.8. სერვისი - მომსახურება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს ენიჭება უფლება ინტერნეტქსელის მეშვეობით და ვებ-ბრაუზერის საშუალებით მიიღოს პროგრამულ პროდუქტზე წვდომის არაექსკლუზიური, ვადიანი და გაუსხვისებელი უფლება.
1.9. პროგრამული პროდუქტი - პროგრამული უზრუნველყოფა, რომელზეც სარგებლობის უფლებას მომხმარებელი იღებს სერვისის ფარგლებში, ასევე მისი ნებისმიერი ვერსია (გამოშვება).
1.10. საბაზისო მხარდაჭერის მომსახურება/საბაზისო მხარდაჭერა - ამ ხელშეკრულების დანართ #1-ით განსაზღვრული მომსახურება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს ენიჭება უფლება ხელშეკრულებით დადგენილი წესით მოითხოვოს სერვისის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზ(ებ)ის გასწორება.
1.11. ვებგვერდი - Balance.ge.
1.12. რეგისტრაცია - ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლა.
1.13. ვებგვერდით სარგებლობის პირობები - ვებგვერდზე განთავსებული სარგებლობის წესები და პირობები.
1.14. რეგისტრაციაზე/მომხმარებლის კაბინეტის მართვაზე უფლებამოსილი პირი (შემდგომში, სიმარტივისთვის - უფლებამოსილი თანამშრომელი) - ფიზიკური პირი, რომელიც მომხმარებლის სახელით გადის რეგისტრაციას ან/და განათავსებს შეკვეთას.
1.15. მომხმარებლის კაბინეტი - რეგისტრაციის შემდეგ შექმნილი ვირტუალური სივრცე, რომელზე წვდომასაც მომხმარებელი/საბოლოო მომხმარებელი ახორციელებს რეგისტრაციისას მითითებული ელფოსტისა და პაროლის მეშვეობით.
1.16. შეკვეთა - მომხმარებლის კაბინეტიდან წარდგენილი განაცხადი სარგებლობის შესყიდვაზე/განახლებაზე, სერვისის ფარგლებში არსებული უფლებ(ებ)ის გაფართოებაზე (ლიცენზიების/ბაზების დამატება და სხვა) ან მიმწოდებლის სხვა პროდუქტის/მომსახურების შესყიდვაზე.
1.17. მომხმარებლის ინფორმაცია - ნებისმიერი კონტენტი/მასალა, ინფორმაცია, მონაცემი (მათ შორის, პერსონალური მონაცემ(ებ)ი), რომელსაც საბოლოო მომხმარებელი რაიმე ფორმით განათავსებს/ატვირთავს პროგრამულ პროდუქტში.
1.18. კონფიდენციალური ინფორმაცია.
1.18.1 მომხმარებლის შემთხვევაში: i.მომხმარებლის ინფორმაცია; ii. მომხმარებლის ფინანსური ინფორმაცია;
1.18.2 მიმწოდებლის შემთხვევაში:
i. მიმწოდებლის ფინანსური ინფორმაცია და კომერციული საიდუმლოება(ნი) - ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მიმწოდებლის კონკურენტუნარიანობას;
ii.მიმწოდებლის სამუშაომეთოდოლოგია დანოუ-ჰაუ;
iii.სერვისთან (მათ შორის, პროგრამულ პროდუქტთან), საბაზისო მხარდაჭერის მომსახურებასთან ან/და მიმწოდებლის სხვა პროდუქტთან (საქონელი/მომსახურება) დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ ამოიწურება): მიმწოდებლის ან/და მისი წარმომადგენლ(ებ)ის (ფართო განმარტებით) მიერ ნებისმიერი ფორმით ან/და საშუალებით მიწოდებულ კონსულტაციებს,რეკომენდაციებს, ინსტრუქციებს/გზამკვლევ(ებ)ს, ანგარიშებს, განმარტებებს, ფორმულებს, კოდებს და სხვა მსგავს ინფორმაციას.
1.18.3 ორივე მხარის შემთხვევაში: ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც კონფიდენციალურად არის მიჩნეული გამცემი მხარის მიერ და ამის შესახებ ეცნობა მიმღებ მხარეს ან არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, მიმღებ მხარეს გონივრულობისა და კეთილსინდისიერების ფარგლებში, დამოუკიდებლად შეეძლო ევარაუდა ინფორმაციის კონფიდენციალური ხასიათის შესახებ.
1.19. ონლაინჩათი - პროგრამულ პროდუქტში ჩაშენებული საკომუნიკაციო არხი, რომელიც საბოლოო მომხმარებელს საშუალებას აძლევს განახორციელოს მიმწოდებელთან კომუნიკაცია.
1.20. იდენტიფიკაცია - პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, საიდენტიფიკაციო/პერსონალური მონაცემები) მოპოვება, რომლებიც მისი მოკვლევის და სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას იძლევა.
1.21. ვერიფიკაცია - პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება (მათ შორის, საიდენტიფიკაციო/პერსონალური მონაცემები), რომელიც მიმწოდებელს საშუალებას აძლევს, გადაამოწმოს იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის სიზუსტე ან/და განახორციელოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები. 1.23. მარეგულირებელიკანონმდებლობა - საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და საქართველოს სამართლებრივ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.
2. ხელშეკრულების საგანი
ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით მიმწოდებელი მომხმარებელს მიაწვდის სერვისით და საბაზისო მხარდაჭერის მომსახურებით სარგებლობის არაექსკლუზიურ, ვადიან და გაუსხვისებელ უფლებას.
3. შეკვეთის განთავსებისა და ხელშეკრულების დადასტურების წესი
3.1. შეკვეთის განთავსებისთვის აუცილებელია რეგისტრაცია.
3.2. მომხმარებელი/უფლებამოსილი თანამშრომელი აცხადებს, რომ მის მიერ რეგისტრაციისას შეყვანილი ყველა მონაცემი იქნება სწორი, სრული, შესაბამისად არ იქნება მცდარი და არასრული. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი იტოვებს უფლებას უარი თქვას შეკვეთის შესრულებაზე ან/და მოსთხოვოს მომხმარებელს/უფლებამოსილ თანამშრომელს დარღვევით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება. მიმწოდებელი სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მომხმარებლის/უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შეყვანილი მონაცემების მცდარობაზე/სიყალბეზე და მისგან გამომდინარე შედეგებზე.
3.3. შეკვეთის განთავსება ხდება მომხმარებლის კაბინეტიდან.
3.4. შეკვეთა წარმოადგენს მიმწოდებლისადმი წარდგენილ შეთავაზებას (ოფერტს) მომხმარებლის მიერ სარგებლობის უფლების შესყიდვაზე.
3.5. მიმწოდებელი იტოვებს უფლებას შეკვეთის დადასტურებამდე და შემდეგ პერიოდულად განახორციელოს მომხმარებლის, მის(ი) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის, ბენეფიციარი მესაკუთრე(ებ)ის ან/და უფლებამოსილი თანამშრომლ(ებ)ის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია და შეასრულოს ამ პროცესის ჯეროვანი წარმართვისთვის საჭირო ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მოიძიოს, შეაგროვოს, მესამე პირ(ებ)ისგან გამოითხოვოს იდენტიფიკაციისთვის/ვერიფიკაციისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და განახორციელოს მათი დამუშავება.
3.6. მომხმარებელი ვალდებულია ხელი შეიწყოს მიმწოდებელს იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის წარმართვაში, მათ შორის, მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და განახორციელოს ყველა სხვა მართლზომიერი მოქმედება, რაც აუცილებელია პროცესის შეუფერხებელი განხორციელებისთვის. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია არ დაადასტუროს ან უარყოს შეკვეთა.
3.7. მომხმარებელი ადასტურებს, რომ მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული აქვს ყველა და ნებისმიერი ნებართვა (თანხმობა), რომელიც 3.5. პუნქტით განსაზღვრული პროცესის მართლზომიერი წარმართვისთვის, მათ შორის, მიმწოდებლისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდებისთვის და ამ უკანასკნელის მხრიდან მისი დამუშავებისთვის არის უცილებელი.
3.8. იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესში მოპოვებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავებას მიმწოდებელი განახორციელებს მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით, ხოლო, ასეთი ვადის არარსებობისას, სარგებლობის უფლების შეწყვეტიდან არაუმეტეს 6 წლით.
3.9. ვერიფიკაციის ეტაპის დასრულების შემდეგ ან ასეთის განუხორციელებლობისას - შეკვეთის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მიმწოდებელი იღებს გადაწყვეტილებას შეკვეთის დადასტურების ან მისი უარყოფის თაობაზე, რის შესახებაც მომხმარებლის კაბინეტის ან/და სხვა საშუალებით ეცნობება მომხმარებელს/უფლებამოსილ თანამშრომელს.
3.10. ყოველი ახალი შეკვეთის განთავსებისას მომხმარებელი/უფლებამოსილი თანამშრომელი თავიდან ადასტურებს ამ ხელშეკრულებას ან მის შემცვლელს (განახლებულ ვერსიას), რომელიც არსობრივად იგივე საგანს ეხება. ახალ ხელშეკრულებაზე დათანხმების მომენტიდან ძალას კარგავს წინა ხელშეკრულება, თუ ახალი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
3.11. ამ ხელშეკრულების, ასევე ნებისმიერი ახალი ხელშეკრულების ასლი, რომელსაც მომხმარებელი/უფლებამოსილი თანამშრომელი ადასტურებს, ინახება მომხმარებლის კაბინეტში ან/და იგზავნება რეგისტრაციისას მითითებულ მეილზე.
3.12. ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის ხელშეკრულების დადასტურება ნიშნავს შეკვეთის განთავსებისას გამოტანილი ველის - ‘oვეთანხმები ხელშეკრულების პირობებს’ მონიშვნას ან/და ნებისმიერი სხვა მოქმედების განხორციელებას, რომელიც მიანიშნებს ხელშეკრულების დადებაზე ნების გამოვლენაზე.
3.13. ხელშეკრულების მომხმარებლის მხრიდან დადასტურება საჭიროებს მიმწოდებლის დასტურსაც, რაც გამოიხატება ამ უკანასკნელის მიერ შეკვეთის დადასტურებით და მომხმარებლისთვის/უფლებამოსილი თანამშრომლისთვის ინვოისის წარდგენით. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, მხარეები ადასტურებენ, რომ მიმწოდებლის მხრიდან შეკვეთის გონივრულ ვადაში დაუდასტურებლობა არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დასტური.
3.14. უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ ხელშეკრულებაზე დათანხმება განიხილება მომხმარებლის მიერ გაცემულ დასტურად, ხოლო, შეკვეთა - მომხმარებლის მიერ განთავსებულად.
3.15. შეკვეთის განთავსებისას, ისევე როგორც ხელშეკრულების დადასტურებისას უფლებამოსილი თანამშრომელი მოქმედებს, როგორც მომხმარებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც მიიჩნევა, რომ მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება. ხელშეკრულების დადასტურებით უფლებამოსილი თანამშრომელი ადასტურებს უფლებამოსილების არსებობის ფაქტს და იღებს სრულ პასუხისმგებლობას უფლებამოსილების არარსებობისას უფლების ნაკლიდან გამომდინარე შედეგებზე. ამასთან უფლებამოსილი თანამშრომელი აცნობიერებს, რომ მისი მხრიდან უფლებამოსილების გარეშე მოქმედება ან/და ნებისმიერი არამართლზომიერი/დანაშაულებრივი ქმედება შესაძლოა გახდეს მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი(ც).
3.16. შეკვეთის დადასტურების შემდეგ მომხმარებელს/უფლებამოსილ თანამშრომელს რეგისტრაციისას მითითებულ მეილზე ეგზავნება ინვოისი, რომლის ანაზღაურებასაც მომხმარებელი ახორციელებს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით. მიმწოდებელი იტოვებს უფლებას ინვოისის წარდგენა მომხმარებლისთვის განახორციელოს სხვა ფორმით(აც).
3.17. ანგარიშსწორების პირობის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი იტოვებს უფლებას არ განახორციელოს შეკვეთის შესრულება. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მხარეები თანხმდებიან, რომ შეკვეთის დადასტურება გულისხმობს ხელშეკრულების დადებას და გამოხატავს მიმწოდებლის თანხმობას მომხმარებლის მხრიდან ანგარიშსწორების, ასევე ყველა სხვა პირობის შესრულების შემთხვევაში, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს შეკვეთის შესრულებას, განახორციელოს შეკვეთის შესრულება.
3.18. მიმწოდებელი უფლებამოსილია არ განახორციელოს შეკვეთის დადასტურება ან უარყოს შეკვეთა ნებისმიერ დროს, რაც არ საჭიროებს მისი მხრიდან დასაბუთებას და არ წარმოშობს მის პასუხიმგებლობას. მიმწოდებლის მხრიდან შეკვეთის უარყოფა მომხმარებელს არ ართმევს უფლებას განათავსოს ახალი შეკვეთა.
3.19. მომხმარებელი უფლებამოსილია განახორციელოს შეკვეთის გაუქმება მის დადასტურებამდე ნებისმიერ დროს. სარგებლობის უფლების გადაცემის მომენტიდან მომხმარებლის მხრიდან შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს არ დაუბრუნდება გადახდილი თანხა, გარდა მომდევნო წინადადებით განსაზღვრული გამონაკლისისა. ერთწლიანი სარგებლობის უფლების შესყიდვის შემთხვევაში, მომხმარებლის მხრიდან შესყიდვიდან 1-ელი 3 (სამი) თვის განმავლობაში შეკვეთის გაუქმებისას, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს სარგებლობის უფლების ერთწლიანი ღირებულების 50%-ის დაბრუნება. არცერთ სხვა შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდება. მომხმარებლისთვის აღნიშნული ცნობილი და მისაღებია.
3.20. შეკვეთის განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია სერვისის შინაარსი, პროგრამული პროდუქტის მახასიათებლები, ფუნქციური შესაძლებლობები და მიზნობრივი დანიშნულების ფარგლები. მომხმარებლის საქმიანობასთან, მოლოდინებსა და მიზნებთან სერვისის შეუსაბამობაზე მიმწოდებელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
4. სარგებლობის უფლების ფარგლები და მიწოდების წესი
4.1. შეკვეთის განთავსების შემდეგ მიმწოდებელი იტოვებს უფლებას დაუკავშირდეს მომხმარებელს/უფლებამოსილ თანამშრომელს, როგორც წესი, რეგისტრაციისას მითითებული რეკვიზიტების მიხედვით, ცალკეული ინფორმაციის, მათ შორის, დამატებით სერვის(ებ)თან
(ჩვეულებრივ, დანერგვა და ტრენინგი) დაკავშირებული საკითხების დაზუსტების/გარკვევის მიზნით.
4.2. შეკვეთისას დამატებითი სერვის(ებ)ის მონიშვნა (შეკვეთის ფორმაში) მიმწოდებლისთვის ატარებს მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოშობს მის ან მასთან დაკავშირებული პირ(ებ)ის ვალდებულებას განახორციელონ ასეთი მომსახურების მომხმარებლისთვის მიწოდება.
4.3. მომხმარებელი სარგებლობის უფლებას იღებს ინვოისის ანაზღაურებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 4 სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული 4 დღიანი ვადის ამოწურვიდან 3 დღის ვადაში მომხმარებელი მიმწოდებელს არ წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით პრეტენზიას სარგებლობის უფლების მიუწოდებლობის შესახებ, მაშინ ასეთი უფლება მომხმარებლისთვის გადაცემულად ჩაითვლება. სარგებლობის უფლების ყოველი თვის დასრულებიდან 3 დღის ვადაში, მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის მხრიდან სარგებლობის უფლების მიუწოდებლობაზე დასაბუთებული წერილობითი პრეტენზიის წარუდგენლობისას, სარგებლობის უფლება მიმწოდებლის მიერ მიწოდებულად, ხოლო, მომხმარებლის მიერ მიღებულად ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია განახორციელოს მიმწოდებლის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება.
4.4. მიმწოდებელი იტოვებს უფლებას არ განახორციელოს საბაზისო მხარდაჭერის ფარგლებში, მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა (სამუშაოს შესრულება) თუ საბოლოო მომხმარებელი არ წარადგენს პროგრამული პროდუქტის ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერთიფიკატს, რომელიც ადასტურებს, მის მიერ პროგრამული პროდუქტის სწორი ექსპლუატაციის წესებისა და ფუნქციონალის შესახებ საფუძვლიან ცოდნას. მიმწოდებელი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს სერთიფიკატის ავთენტურობა ან/და საბოლოო მომხმარებლის გადამზადების დონე და თუ ორივე პირობა დაკმაყოფილებულია, განახორციელოს მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა.
4.5. მიმწოდებელი იტოვებს უფლებას საბოლოო მომხმარებლის კვალიფიკაციისა და საბაზისო მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელებული მომართვების სირთულის გათვალისწინებით გადახედოს სერვისის ღირებულებას ან/და საბაზისო მხარდაჭერის პირობებს. განახლებული ღირებულების ან/და პირობების შესახებ მომხმარებელს ინფორმაცია წარედგინება წინასწარ, ცვლილებების ამოქმედებამდე არანაკლებ 10 დღით ადრე. ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში მომხმარებელი უფლებამოსილია უარი თქვას ცვლილებ(ებ)ის მიღებაზე, რა შემთხვევაშიც, მიმწოდებელი იტოვებს უფლებას შეუწყვიტოს მომხმარებელს სარგებლობის უფლება არაუადრეს სერვისის მიმდინარე თვის დასრულებამდე. 1 (ერთ) წლიანი სარგებლობის უფლების შემთხვევაში, მომხმარებელს მისი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნდება ავანსად გადახდილი სერვისის ღირებულების პროპორციული ნაწილი.
4.6. მომხმარებლისთვის აცნობიერებს, რომ მისი მხრიდან მე-5 მუხლით განსაზღვრული ანაზღაურება ხდება სარგებლობის უფლების მისთვის მინიჭებისთვის (გადაცემისთვის) და რომ მომხმარებლისთვის ანგარიშსწორების ვალდებულების წარმოშობა/არსებობა არ არის დამოკიდებული მის მიერ სარგებლობის უფლების პრაქტიკაში განხორციელებაზე. შესაბამისად, სერვისით ან/და საბაზისო მხარდაჭერის მომსახურებით სარგებლობის ნებაყოფლობითი განუხორციელებლობა ან
4.4. პუნქტში მითითებული საფუძვლით მიუღებლობა არ წარმოშობს მომხმარებლის უფლებას უარი თქვას უკვე წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებ(ებ)ის შესრულებაზე ან მოითხოვოს უკვე ანაზღაურებული ღირებულების სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნება.
4.7. მომხმარებელთან აფილირებულ პირს/ბიზნეს პარტნიორს არ აქვს უფლება მესამე პირს გადაცენ ნებისმიერი უფლება, რომელსაც წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მიიღებენ (ასეთი უფლებ(ებ)ის არსებობისას).
4.8. მომხმარებელი უფლებამოსილია მასთან აფილირებულ პირ(ებ)ს მიანიჭოს სერვისით სარგებლობის უფლება, ხოლო, ბიზნეს პარტნიორ(ებ)ს- სერვისზე წვდომა, იმ პირობით, რომ უფლების მიმღები წერილობით იკისრებს ვალდებულებას დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესები და პირობები. აღნიშნული პირ(ებ)ისთვის უფლების მინიჭების შესახებ
მომხმარებელი წინასწარ, გონივრული ვადით ადრე ატყობინებს მიმწოდებელს. აფილირებულ პირ(ებ)ს/ბიზნეს პარტნიორ(ებ)ს მიმწოდებლის მიმართ უფლებები, ხოლო მიმწოდებელს მისდამი ვალდებულებები არ წარმოეშობა. მიმწოდებელი იტოვებს უფლებას უარი თქვას მომხმარებელთან აფილირებული პირ(ებ)ისთვის/ბიზნესპარტნიორ(ებ)ისთვის აქ აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭებაზე ან შემდგომში შეწყვიტოს იგი, თუ ის მიმწოდებლის კონკურენტია (ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც ეწევა იგივე ან მსგავს საქმიანობას რასაც მიმწოდებელი) ან არსებობს სხვა პატივსადები მიზეზი.
4.9. მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევა არც ერთ შემთხვევაში, არ წარმოშობს მის პასუხისმგებლობას მომხმარებელთან აფილირებული პირ(ებ)ის/ბიზნეს პარტნიორ(ებ)ის მიმართ.
4.10. მიმწოდებელი უფლებამოსილია განახორციელოს მომხმარებელთან აფილირებული პირისთვის საბაზისო მხარდაჭერის მომსახურების მიწოდება. აღნიშნული განიხილება, როგორც მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდება და არ წარმოშობს აფილირებული პირის მიმართ რაიმე ვალდებულებებს ან/და პასუხისმგებლობას. მიმწოდებლის პასუხისმგებლობა წარმოიშობა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და მხოლოდ მომხმარებლის მიმართ.
4.11. მომხმარებელი უფლებამოსილია მიიღოს და ისარგებლოს სერვისით თავისი ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში. გარდა
4.8. პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისისა, მომხმარებელს არ აქვს უფლება ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი უფლება ან/და ვალდებულება გადასცეს მესამე პირ(ებ)ს რაიმე ფორმით ან საშუალებით, მიმწოდებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
4.12. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მომხმარებელს (ასევე მასთან აფილირებულ პი(ებ)ს/ბიზნეს პარტნიორ(ებ)ს) არ ენიჭება უფლება:
4.12.1. განახორციელოს ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელმაც შესაძლოა შექმნას პროგრამული პროდუქტზე არსებული მიმწოდებლის ან/და მესამე პირთა უფლებების (ასეთის არსებობისას), მათ შორის, ინტელექტუალური და ქონებრივი უფლებების შელახვა ან შექმნას ასეთის საფრთხე. დაუშვებელია მიმწოდებლის წინასწარი თანხმობის გარეშე პროგრამულ პროდუქტში იმგვარი ჩარევა, რომელიც ცდება ჩვეულებრივი სარგებლობის ფარგლებს ან/და ქმნის ნებისმიერ ისეთ ინფორმაციაზე/კოდზე/ფუნქციონალზე წვდომის შესაძლებლობას, რომელზეც მიმწოდებლის ან სხვა უფლებამოსილი პირის დაცვის ღირსი ინტერესი არსებობს ან შესაძლოა არსებობდეს და ეს ობიექტური, კეთილსინდისიერი და გონიერი პირისთვის სავარაუდო იქნებოდა.
4.12.2. სერვისის ფარგლებში განახორციელოს უკანონოდ მოპოვებული მონაცემ(ებ)ის დამუშავება ან ისეთი კონტენტის ატვირთვა/დამუშავება, რომელიც ხელყოფს სხვათა ინტელექტუალურ ან სხვა ლეგიტიმურ უფლებებს.
4.13. მომხმარებელივალდებულიათავი შეიკავოს ნებისმიერი ისეთ მოქმედების შესრულებისგან, რომელმაც შესაძლოა სერვისზე არაუფლებამოსილ პირთა წვდომის საფრთხე შექმნას.
4.14. სერვისზე წვდომა ხორციელდება ინტერნეტ ქსელისა და ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით.
4.15. სერვისზე წვდომა შეუძლია იმდენ საბოლოო მომხმარებელს რამდენი უფლებაც (ლიცენზია) შეძენილი აქვს მომხმარებელს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საბოლოო მომხმარებელი დროის ერთი მომენტისთვის (ერთდროულად) რამდენიმე ფანჯარაში ახორციელებს სერვისზე წვდომას. ასეთ შემთხვევაში, წვდომის უფლება დანარჩენი საბოლოო მომხმარებლებისთვის იზღუდება გახსნილი ფანჯრების რაოდენობის პროპორციულად.
4.16. მომხმარებელი ახორციელებს კონტროლს საბოლოო მომხმარებლების მიერ სერვისზე წვდომაზე და პასუხისმგებელია მის/მათ მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევით, მათ შორის, სერვისით სარგებლობის პირობებისა და წესების დარღვევით გამოწვეულ შედეგებზე.
4.17. მომხმარებლის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია შეაჩეროს სერვისის მიწოდება მომხმარებლისთვის (და ნებისმიერი სხვა პირისთვის, რომელიც ამ ხელშეკრულების ფარგლებში და დადგენილი წესით, ფაქტობრივად ახორციელებს სერვისით სარგებლობას), დარღვევის სრულ აღმოფხვრამდე, ხოლო, თუ დარღვევის აღმოფხვრა შეუძლებელია ან დიდ დროს მოითხოვს, მაშინ მიმწოდებელს აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება(ც).
4.18. მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებელთან აფილირებული პირის/ბიზნეს პარტნიორის მიმართ, თუ მას აქვს სერვისზე წვდომა, ასევე განახორციელოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული თავისი უფლებამოსილებანი, მათ შორის, ასეთ პირ(ებ)ს მოსთხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესებსა და პირობების დაცვა ან/და ასეთი მოთხოვნა წარუდგინოს მომხმარებელს. მომხმარებელთან აფილირებული პირის/ბიზნეს პარტნიორის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევა წარმოშობს მიმწოდებლის უფლებას დარღვევის სრულ აღმოფხვრამდე შეაჩეროს საკუთარი ვალდებულებ(ებ)ის შესრულება, მათ შორის, სარგებლობის უფლების მიწოდება, როგორც დამრღვევი პირ(ებ)ისთვის, ისე მომხმარებლისთვის, ხოლო, თუ დარღვევის აღმოფხვრა შეუძლებელია ან შეუსაბამოდ დიდ დროს მოითხოვს, შეწყვიტოს ხელშეკრულება. ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს დარღვევით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება ან მოთხოვნის უფლება განახორციელოს მომხმარებლისა და დამრღვევი პირ(ებ)ის მიმართ სოლიდარულად.
4.19. საბაზისო მხარდაჭერის მომსახურების ფარგლებში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მიმწოდებელი იტოვებს უფლებას განახორციელოს პროგრამული პროდუქტის პერიოდული განახლება, რომელიც შესაძლოა, მათ შორის, მოიცავდეს პროგრამული პროდუქტის ფუნქციონალურ ცვლილებებს.
4.20. მომხმარებლის კაბინეტის უსაფრთხოებაზე, მათ შორის, ავტორიზაციის საჭირო რეკვიზიტების და პროგრამულ პროდუქტში შეყვანილი მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. მომხმარებლის კაბინეტზე მომხმარებელს გადაეცემა მხოლოდ სარგებლობის უფლება. მიმწოდებელი იტოვებს უფლებას შეზღუდოს მომხმარებლის კაბინეტზე წვდომა თუ მომხმარებელი (ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ამ ხელშეკრულების ფარგლებში და დადგენილი წესით, ფაქტობრივად ახორციელებს სერვისით სარგებლობას) არღვევს სახელშეკრულებო პირობებს ან თუ მომხმარებელს არ აქვს აქტიური სარგებლობის უფლება.
4.21. მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას მოპოვებული აქვს მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო უფლება (ნებართვა), რომელიც აუცილებელია მომხმარებლის ინფორმაციის პროგრამულ პროდუქტში ასახვისა და საბაზისო მხარდაჭერის ფარგლებში მიმწოდებლის მხრიდან მათზე წვდომისთვის.
5. სარგებლობის უფლების მიღება და ანგარიშსწორების წესი
5.1. სარგებლობის უფლების ყოველთვიური/ყოველწლიური ღირებულება მითითებული იქნება მიმწოდებლის ინვოისში.
5.2. მომხმარებელი უფლებამოსილია სარგებლობის უფლებაზე შეკვეთა განათავსოს 1 თვიან ან 1 წლიან პერიოდზე. ორივე შემთხვევაში, ანგარიშსწორება წარმოებს ავანსად
5.3. სარგებლობის უფლების ღირებულების დაანგარიშება დაიწყება ასეთი უფლების გადაცემის მომდევნო თვის 1 რიცხვიდან.
5.4. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი მიმდინარე სერვისის ფარგლებში განახორციელებს შეკვეთას არსებული უფლებების გაფართოებაზე (ლიცენზი(ებ)ის დამატება ან სხვა), მაშინ სარგებლობის უფლების ღირებულება: ა) 1 (ერთ) თვიანი სარგებლობის უფლებისას - დაემატება მომდევნო თვ(ეებ)ის ღირებულებას და წინსწრებით (ავანსად) ანაზღაურდება მასთან/მათთან ერთად; ბ) 1 (ერთ) წლიანი სარგებლობის უფლებისას - დაანგარიშდება ნარჩენ თვეებზე ჯამურად (შეკვეთის მომდევნო თვიდან 1 (ერთ) წლიანი სარგებლობის უფლების ვადის ამოწურვამდე) და წინსწრებით (ავანსად) ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ. ამ პუნქტით დადგენილი წესით ანაზღაურება წარმოადგენს შეკვეთის შესრულების წინაპირობას.
5.5. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ 5.4. პუნქტით განსაზღვრული შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში, შეკვეთის ღირებულება განისაზღვრება შესყიდვის ობიექტის იმ დროისათვის მიმწოდებელთან მოქმედი სტანდარტული ტარიფების შესაბამისად.
5.6. მიმწოდებლის მიმართ ნებისმიერი ანგარიშსწორება წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების გზით,მიმწოდებლის მიერ წარდგენილ ინვოისში მითითებული ან მომხმარებლის კაბინეტიდან შეკვეთის განთავსებისას გამოტანილი საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
6. სარგებლობისუფლების ვადა
6.1. მომხმარებელს სერვისით და საბაზისო მხარდაჭერის მომსახურებით სარგებლობის უფლება (სარგებლობის უფლება) გადაეცემა ინვოისში მითითებული ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს მიმწოდებლის მხრიდან აღნიშნული უფლების ვადამდე შეზღუდვის/შეწყვეტის საფუძველი.
6.2. მიმწოდებელი პასუხს არ აგებს მომხმარებლისთვის სარგებლობის უფლების შეწყვეტიდან გამომდინარე დანაკარგებზე, მათ შორის, მომხმარებლის ინფორმაციის დაკარგვაზე. მომხმარებლისთვის სარგებლობის უფლების შეწყვეტისას სერვისზე წვდომა უწყდებათ საბოლოო მომხმარებლებსაც.
6.3. სარგებლობის უფლების შეწყვეტისთანავე მომხმარებელს/მასთან აფილირებულ პირს შეეზღუდება (შეუწყდება) სერვისით სარგებლობის და საბაზისო მხარდაჭერით სარგებლობის უფლება (მისთვის/მათთვის ასეთის მინიჭებისას), მათ შორის, უკვე დაყენებული მომართვების ნაწილში. შესაბამისად, მომხმარებელი ვალდებულია სარგებლობის უფლების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა განახორციელოს მომხმარებლის ინფორმაციის წაღება. მომხმარებლის ინფორმაციის წაღება შესაძლებელია მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლის ან 1C-ის საარქივო ფაილის სახით (ფორმატით), რომლის გასახსნელადაც აუცილებელია მომხმარებლის მიერ შესაბამისი პროგრამული ლიცენზიის ქონა/შეძენა.
6.4. მიმწოდებელი იტოვებს უფლებას 6.3. პუნქტში მითითებული 1 თვიანი ვადის შემდეგ წაშალოს მომხმარებლის ინფორმაცია (მათ შორის, მოიცავს მომხმარებელთან აფილირებული პირებისა და ბიზნეს პარტნიორების ინფორმაციას). ამ უფლების განხორციელება არ წარმოშობს მიმწოდებლის პასუხისმგებლობას.
6.5. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ სარგებლობის უფლების შეწყვეტა მომხმარებლისთვის ნიშნავს ასეთი უფლების შეწყვეტას მომხმარებლის მხრიდან ამ ხელშეკრულებით საფუძველზე და დადგენილი წესით უფლებამოსილი ყველა პირისთვის, რაზეც მიმწოდებელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
6.6. იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობის უფლების დასრულებამდე არანაკლებ 10 დღით ადრე არცერთი მხარე არ განაცხადებს უარს ასეთი უფლების გაგრძელებაზე, იგი ყოველ ჯერზე, იმავე პირობებით გაგრძელებულად ჩაითვლება (ავტომატური გაგრძელება). სარგებლობის უფლება გაგრძელებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მიუხედავად მომხმარებლის უარისა (სერვისის გაგრძელებაზე), მომხმარებელი განახორციელებს წარდგენილი ინვოისის ანაზღაურებას. მიმწოდებელი უფლებამოსილია სარგებლობის უფლების ყოველ გაგრძელებამდე მომხმარებელს წარუდგინოს ინვოისი შეცვლილი ღირებულებით.
7. ინტელექტუალური საკუთრება
7.1. ამ ხელშეკრულებით არ ხდება სერვისის ფარგლებში მიწოდებულ პროგრამულ პროდუქტზე არსებული ინტელექტუალური და ქონებრივი უფლებების მომხმარებელზე გადაცემა. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მომხმარებელი იღებს მხოლოდ სერვისით და მისგან გამომდინარე,
პროგრამული პროდუქტით სარგებლობის უფლებას, შესაბამისად, მომხმარებელი პასუხისმგებელია ნებისმიერი ისეთი ქმედების განხორციელებისთვის, რომელიც ცდება სარგებლობის უფლების მართლზომიერ ფარგლებს.
7.2. არაფერი ამ ხელშეკრულებაში არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს ხდება პროგრამულ პროდუქტზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებ(ებ)ის (მათ შორის, საავტორო უფლების) მომხმარებლისთვის გადაცემა.
7.3. მომხმარებელი ვალდებულია, დაიცვას პროგრამულ პროდუქტზე საავტორო უფლებ(ებ)ის მქონე პირთა უფლებები/კანონიერი ინტერესები და არ დაუშვას მისი მხრიდან (მათ შორის, მასთან აფილირებული პირ(ებ)ის/ბიზნეს პარტნიორ(ებ)ის მიერ) აღნიშნული უფლებების ნებისმიერი ფორმით დარღვევა.
7.4. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს მიმწოდებლის მიერ მისთვის სარგებლობაში გადაცემული პროგრამული პროდუქტის და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაცვა, როგორც საკუთარი თანამშრომლების, ისე მესამე პირების მიერ არამართლზომიერი გამოყენებისა და ხელყოფისაგან.
8. კონფიდენციალობა
8.1. კონფიდენციალური ინფორმაციის მიმღები მხარე ვალდებულია უზრუნველყოს გამცემი მხარისგან მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის დააცვა იმავე ხარისხით, რომლითაც საკუთარი კონფიდენციალური ინფორმაცის დაცვას ახორციელებს, მაგრამ არანაკლებ დაცვის გონივრული სტანდარტით. მიმღებმა მხარემ არ უნდა გაუმჟღავნოს გამცემი მხარის კონფიდენციალური ინფორმაცია არცერთ პირს, გარდა საკუთარი პერსონალისა, კანონიერი წარმომადგენლებისა ან საბოლოო მომხმარებლებისა, რომელთა წვდომაც კონფიდენციალურ ინფორმაციაზე აუცილებელია მხარის მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება - მოვალეობების განსახორციელებლად და რომლებიც შეზღუდულნი არიან კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის იგივე ან მსგავსი სტანდარტით.
8.2. კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენების/გამჟღავნების შეზღუდვები არ გავრცელდება ისეთ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე:
8.2.1. რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს განაპირობა მიმღები მხარის მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევამ;
8.2.2. რომელსაც მიღების მომენტში მიმღები მხარე უკვე ფლობდა, კონფიდენციალობის შეზღუდვ(ებ)ის გარეშე;
8.2.3. რომელის გამჟღავნებაზე ან სხვა ფორმით გამოყენებაზე გამცემი მხარე უფლებამოსილებას ანიჭებს მიმღებ მხარეს;
8.2.4. რომლის გამჟღავნების ვალდებულებასაც მიმღები მხარის მხრიდან ითვალისწინებს მარეგულირებელი კანონმდებლობა ან რომელის გაცემაზეც მიმღებ მხარეს წარედგინება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს/პირის მოთხოვნა;
8.2.5. რომლის გამჟღავნებაც აუცილებელია მხარის მზღვეველ(ებ)ისთვის, აუდიტორებისთვის, იურისტებისთვის, იმ პირობით, რომ ისინი შეზღუდულნი იქნებიან კონფიდენციალობის დაცვის იგივე ან მსგავსი პირობებით.
8.3. მომხმარებლის ბიზნეს პარტნიორისთვის დასაშვებია მიმწოდებლის მხოლოდ ისეთი კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც აუცილებელია ბიზნეს პარტნიორს მიერ მომხმარებლისთვის მომსახურების (საბუღალტრო ან აუდიტორული მომსახურება) გასაწევად. ბიზნეს პარტნიორისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის პირველი გადაცემა და დასაშვები ფარგლები უნდა შეთანხმდეს მიმწოდებელთან. აღნიშული შეთანხმების არარსებობისას ბიზნეს პარტნიორისთვის გასამჟღავნებელი კონფიდენციალური ინფორმაციის წრე იზღუდება იმ გონივრული და აუცილებელი ფარგლებით, რომლის გარეშეც მის მიერ მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდება შეუძლებელია ან შესაძლებელია, თუმცა, არსებითი ნაკლოვანებებით.
8.4. მომხმარებელთან აფილირებული პირისთვის დასაშვებია მიმწოდებლის მხოლოდ ისეთი კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც აუცილებელია აფილირებული პირის მიერ სერვისით სარგებლობისთვის. აფილირებული პირისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის პირველი გადაცემა და დასაშვები ფარგლები უნდა შეთანხმდეს მიმწოდებელთან. აღნიშული შეთანხმების არარსებობისას მომხმარებელთან აფილირებული პირისთვის გასამჟღავნებელი კონფიდენციალური ინფორმაციის წრე იზღუდება იმ გონივრული და აუცილებელი ფარგლებით, რომლის გარეშეც სერვისით სარგებლობა შეუძლებელია ან შესაძლებელია, თუმცა, არსებითი ნაკლოვანებებით.
8.5. როგორც ბიზნეს პარტნიორისთვის, ისე მომხმარებელთან აფილირებული პირისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებამდე მომხმარებელი ახორციელებს მათთან გაუთქმელობის შესახებ ხელშეკრულების წერილობით დადებას. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ყველა იმ აკრძალვასა და შეზღუდვას, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებით კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენებასთან/გამჟღავნებასთან მიმართებით არის დადგენილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელშეკრულება უნდა უკრძალავდეს მიმღებს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას, არამიზნობრივ გამოყენებასა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფარგლებიდან გადახვევას ან/და ინფორმაციის ნებისმიერი იმ ფორმით გამოყენებას, რომელმაც შესაძლოა შელახოს მიმწოდებლის ლეგიტიმური ინტერესები. მიმწოდებელს მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია გაუთქმელობის შესახებ ხელშეკრულება მიაწოდოს მას, ასლის ან ნოტარიულად დამოწმებული ასლის სახლით (მიმწოდებლის მოთხოვნისამებრ).
8.6. ამ ხელშეკრულების 8.5. პუნქტით განსაზღვრული გაუთქმელობის შესახებ ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს დათქმას, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი და მასთან აფილირებული პირ(ებ)ი/ბიზნეს პარტნიორ(ებ)ი კონფიდენციალობის დარღვევაზე პასუხს აგებენ მომხმარებელთან ერთად, როგორც სოლიდარული მოვალეები. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია პირგასამტეხლოს სახით მომხმარებელს დააკისროს პირგასამტეხლო კონფიდენციალობის დარღვევით წარმოშობილი ზიანის ერთმაგი ოდენობით.
9. პასუხისმგებლობის საფუძვლები და ფარგლები
9.1. მომხმარებელს სერვისი და მის ფარგლებში პროგრამული პროდუქტი გადაეცემა „როგორც არის“ (“as is“) იმ ფორმით. პროგრამულ პროდუქტი შესაძლოა არ იყოს სრულად დაცული ხარვეზ(ებ)ისგან, თუმცა, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომპროგრამულიპროდუქტიარაფუნქციონალურიაან/დაარარისგამოყენებადიმიზნობრივისარგებლ ობისთვის.
9.2. მიმწოდებელი არ იძლევა გარანტიას პროგრამული პროდუქტის აბსოლუტურ გამართულობაზე და არ ეკისრება პასუხისმგებლობა პროგრამულ პროდუქტში წარმოებული აღრიცხვიანობის სიზუსტესა და სერვისით სარგებლობის ფარგლებში მომხმარებლისთვის/მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე, მათ შორის, მონაცემების დაკარგვით გამოწვეულ ზიანზე.
9.3. პროგრამულ პროდუქტში აღმოჩენილი ხარვეზ(ებ)ი, რომელიც აფერხებს მის ფუნქციონალს და ხელს უშლის პროდუქტის დანიშნულებისამებრ გამოყენებას, ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ აღმოფხვრას აქტიური საბაზისო მხარდაჭერის მომსახურების ფარგლებში, გარდა, იმ შემთხვევისა, როცა არსებობს 9.4. პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გამონაკლის(ებ)ი.
9.4. მიმწოდებელი თავისუფლდება ვალდებულებისგან გაასწოროს მომხმარებლის მიერ პროგრამულ პროდუქტში აღმოჩენილი ხარვეზ(ებ)ი შემდეგ შემთხვევებში:
9.4.1. მომხმარებელს დარღვეული აქვს ანგარიშსწორების ვალდებულება (ვალდებულების სრულ შესრულებამდე);
9.4.2. ზიანი გამოწვეულია მესამე პირ(ებ)ის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შედეგად ან/და მესამე პირების პროგრამული უზრუნველყოფის სერვისთან (პროგრამულ პროდუქტთან) შეუთავსებლობით;
9.4.3. ზიანი გამოწვეულია სერვისის (პროგრამული პროდუქტის) არასწორი ექსპლუატაციით, არადანიშნულებისამებრ გამოყენებით ან/და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით;
9.4.4. თუ მომხმარებელს დარღვეული აქვს კონფიდენციალობის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ვალდებულება ან ნებისმიერი სხვა ვალდებულება, რომელმაც ზიანი მიაყენა მიმწოდებელს ან შექმნა ასეთის რეალური საფრთხე;
9.4.5. თუ მომხმარებელმა მიმწოდებლის წინასწარი თანხმობის გარეშე, თავად ან მესამე პირის მეშვეობით განახორციელა პროგრამული პროდუქტის კონფიგურაციაში ჩარევა;
9.4.6. ადგილი ჰქონდა ისეთ გარემოებას, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე, არ ექვემდებარებოდა მის კონტროლს და რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ: ხანძარი, სტიქიური უბედურება, მიწისძვრა, ქარიშხალი, ეპიდემია, ომი, ტერორისტული აქტი, მასობრივი სამოქალაქო გამოსვლები, გადატრიალება, ბლოკადები, სახელმწიფო აქტები, რომელიც ზღუდავს ან/და უკრძალავს მხარეს ვალდებულების შესრულებას, ასევე სხვა ნებისმიერი გარემოება, რომლიც თავისი ხასიათით შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ფორსმაჟორი. 9.5. პროგრამულ პროდუქტში არსებული ხარვეზის აღმოფხვრა გულისხმობს პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონირებაში შეფერხების გამოსწორებას და არ მოიცავს აღნიშნული ხარვეზის შედეგად მომხმარებლის მონაცემებში (მაგალითად: აღრიცხვიანობაში) წარმოშობილი უზუსტობების/შეუსაბამობების გასწორებასა და დაკარგული ინფორმაციის აღდგენას.
9.6. მიმწოდებელი არ იღებს პასუხისმგებლობას და არ არის ვალდებული ისეთი ხარვეზ(ებ)ის გასწორებაზე, რომელიც დაკავშირებულია პროგრამული პროდუქტის პლატფორმასთან, არალიცენზირებული ან მოძველებული ოპერაციული სისტემ(ებ)ის და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებასთან ან/და ისეთი მოწყობილობებისა და ინფრასტრუქტურის/სერვერის გამოყენებასთან, რომელიც (რომლებიც) არ არის მხარდაჭერილი 1Cის პლატფორმის მიერ. შესაბამისად, აღნიშნულის დადგენისთანავე მიმწოდებელი უფლებამოსილია უარი თქვას ხარვეზ(ებ)ის აღმოფხვრაზე, რაც არ ჩაითვლება მისი მხრიდან ხელშეკრულების დარღვევად და არ წარმოშობს მის პასუხისმგებლობას. იმ შემთხვევაში, მიმწოდებელმა მიიღო ზომები ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ ხარვეზის მიზეზი იყო ამ პუნქტში განსაზღვრული რომელიმე შემთხვევა, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა ასეთ ხარვეზთან მიმართებით გამოირიცხება.
9.7. პროგრამული პროდუქტის პლატფორმის შედეგად წარმოქმნილი ხარვეზის შემთხვევაში, მომხმარებლის დავალებით საკითხი გადაეცემა კომპანია 1C-ს. საკითხის (პრობლემის) დეტალურ აღწერას (მომხმარებელთან კომუნიკაციის შემდგომ) 1C-ს აწვდის მიმწოდებელი. ასეთ შემთხვევაში, ხარვეზის დამუშავების (აღმოფხვრის) მაქსიმალური დროის დაფიქსირება ვერ მოხდება, შესაბამისად, ასეთ შემთხვევებზე არ ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი საკითხის (პრობლემის) დამუშავების ვადები. მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხარვეზის მიმდინარე სტატუსის შესახებ მომხმარებლის მუდმივ ინფორმირებას. 1C მიერ ხარვეზის აღმოუფხვრელობა არ წარმოშობს მიმწოდებლის პასუხიმგებლობას.
9.8. ამ ხელშეკრულების 9.7. პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმწოდებელი საკუთარი რესურსით ცდილობის პრობლემის გადაჭრის შემოვლითი გზების მოძიებას, რომლის დადგენის შემთხვევაშიც, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს. მხარეები შეთანხმებით განსაზღვრავენ შემოვლითი გზის განხორციელების პირობებს. შემოვლითი გზის დაუდგენლობა ან/და არარსებობა არ წარმოშობს მიმწოდებლის პასუხისმგებლობას.
9.9. მიმწოდებლის პასუხისმგებლობა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)ის ბრალეული შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანისთვის შემოიფარგლება ამ ხელშეკრულების ფარგლებში მისი მხრიდან ზიანის გამომწვევი ქმედების განხორციელების წელს მომხმარებლის მიერ სერვისში ფაქტობრივად გადახდილი თანხის 80%-ით.
9.10. მომხმარებელთან აფილირებული პირის/ბიზნეს პარტნიორის მიმართ მიმწოდებლის პასუხისმგებლობის გამორიცხვის ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობ(ებ)ის რაიმე მიზეზით ბათილობისას, 9.9. პუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლის პასუხისმგებლობის ლიმიტი ასევე
გავრცელდება მომხმარებელთან აფილირებული პირ(ებ)ის/ბიზნეს პარტნიორ(ებ)ის მიმართ წარმოშობილ პასუხიმგებლობაზე. შესაბამისად, პასუხისმგებლობის ლიმიტი მომხმარებლის, მომხმარებელთან აფილირებული პირ(ებ)ის და ბიზნეს პარტნიორ(ებ)ის მიმართ ჯამურად შემოიფარგლება 9.9. პუნქტში მითითებული ლიმიტით (მიმწოდებლის მხრიდან ზიანის გამომწვევი ქმედების განხორციელების წელს მომხმარებლის მიერ სერვისში ფაქტობრივად გადახდილი თანხის 80%).
9.11. მიმწოდებლის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ფაქტობრივი ზიანი. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულება მიმწოდებელს არ ეკისრება. 9.12. მიმწოდებლის პასუხისმგებლობა არ წარმოიშობა (დადგება), თუ მისი მხრიდან ვალდებულების შესრულება ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეულია წინამდებარე ხელშეკრულების 9.4.6. პუნქტით განსაზღვრული გარემოებით.
1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
10.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მასზე ხელმოწერისთანავე და მოქმედებს მხარეთა მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე. 10.1.1. წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს:
10.1.2. მხარეთა შეთანხმებით;
10.1.3. მხარის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის დაცვით, თუ მეორე მხარე არღვევს სახელშეკრულებო ვალდებულებ-ას/ებს.
10.1.4. მიმწოდებლის მიერ ნებისმიერ დროს, რის შესახებაც არანაკლებ 25 დღით ადრე ატყობინებს მომხმარებელს. მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების მიზეზგარეშე შეწყვეტისას, მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ავანსად გადახდილი სერვისის ღირებულების პროპორციული ნაწილის დაბრუნება.
10.1.5. მომხმარებლის მიერ ნებისმიერ დროს, რის შესახებაც არანაკლებ 25 დღით ადრე ატყობინებს მიმწოდებელს. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების მიზეზგარეშე შეწყვეტისას მომხმარებელს არ დაუბრუნდება ავანსად გადახდილი თანხის გამოუმუშავებელი/პროპორციული ნაწილი, გარდა 3.19. პუნქტის გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა.
10.2. 10.1.4. -10.1.5. ქვეპუნქტების მიზნებისთვის მიზეზგარეშე შეწყვეტა გულისხმობს შეწყვეტას, რომელსაც არ აქვს 10.1.3. ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
10.3. ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს იმ ვალდებულებ(ებ)ის შესრულებისაგან, რომელიც თავისი შინაარსის გათვალისწინებით, მოქმედებას განაგრძობს დროში. ასეთად ნებისმიერ შემთხვევაში განიხილება მომხმარებლის მხრიდან (მოიცავს ყველა პირს ვისაც მომხმარებელმა გადასცა მიმწოდებლის კონფიდენციალური ინფორმაცია) კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება და შეწყვეტამდე წარმოშობილი გადასახდელის ანაზღაურების ვალდებულება.
1. პროფესიული ეთიკა
11.1. იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის არ შეიზღუდოს კონტრაჰენტის თავისუფლად არჩევის უფლება და მან მომავალში დაბრკოლების გარეშე შეძლოს მიმწოდებლის დამფუძნებლის - შპს ბიდიოსგან (ბიდიო) აუდიტორული მომსახურების მიღება, აუცილებელია ისეთი დამცავი ზომების გატარება, რომელიც გამორიცხავს აუდიტორული მომსახურების შემთხვევაში, ბიდიოს დამოუკიდებლობისთვის თავდაჯერებულობის საფრთხის შექმნას. მომხმარებელს ესმის, რომ ბუღალტრული ეთიკის კოდექსის მიხედვით, აუდიტორული მომსახურების ნაწილში ბიდიოს დამოუკიდებლობას თავდაჯერებულობის საფრთხეს უქმნის, მისი შვილობილის (მიმწოდებელი) მიერ მომხმარებლისთვის ისეთი საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემ(ებ)ის დამუშავება/დანერგვა, რომელიც მომხმარებლის ფინანსური ანგარიშგებისთვის დადგენილი შიდა კონტროლის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია ან გამოიყენება ისეთი ინფორმაციის დასამუშავებლად, რომელიც მნიშნელოვანია მომხმარებლის იმ ბუღალტრული ჩანაწერების ან ფინანსური ანგარიშგებისთვის, რომლის შესახებაც შესაძლოა ბიდიოს მომავალში მოუწიოს მოსაზრების გამოთქმა. იმისათვის, რომ ასეთი საფრთხე გამოირიცხოს მხარეები თანხმდებიან ბუღალტრული ეთიკის კოდექსით განსაზღვრულ კონკრეტულ მოთხოვნათა დაცვაზე, კერძოდ, მომხმარებელი ადასტურებს და აცხადებს თანხმობას, რომ:
11.1.1. აღიარებს თავის პასუხისმგებლობას შიდა კონტროლის სისტემის შექმნისა და მისი მონოტორინგის პროცესზე;
11.1.2. დაუყონებლივ უზრუნველყოფს სისტემის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავებასა და დანერგვასთან დაკავშირებულ ყველა მმართველობით გადაწყვეტილებაზე, პასუხისმგებელ პირად კომპეტენტური თანამშრომლის დანიშვნას, უპირატესად, ზედა დონის ხელმძღვანელობიდან. მომხმარებლის მიერ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებელ პირ(ებ)ს წარმოადგენს/წარმოადგენენ მომხმარებლის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი;
11.1.3. მიიღებს ყველა მმართველობით გადაწყვეტილებას, რომელიც დაკავშირებულია სისტემის დამუშავებისა და დანერგვის პროცესთან;
11.1.4. შეაფასებს სისტემის პროექტის ადეკვატურობასა და დანერგვის შედეგებს;
11.1.5. იქნება პასუხისმგებელი ამ სისტემის (ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის) მუშაობაზე და სისტემაში გამოყენებულ ან სისტემის მეშვეობით დამუშავებულ მონაცემებზე.
1. დასკვნითი დებულებები
12.1. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება მარეგულირებელი კანონმდებ ლობის შესაბამისად.
12.2. მხარეთა შორის ნებისმიერი დავა (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ დავა ხელშეკრულების არ სებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთანან/და აღსრულებასთან დაკავშირებით) უნდა გადაწყდეს ურთიერთშეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა შესაძლოა გადაეცეს საქართველოს შესაბამის სასამართლოს, მარეგულირებელი კანონმდებლობის დადგენილი წესით. 12.3. ამხელშეკრულების რომელიმე პუნქტ(ებ)ის/ნაწილ(ებ)ის ბათილობა არ იწვევს ხელშეკრულების სხვა პუნქტ(ებ)ის/ნაწილ(ებ)ის ბათილობას, ხოლო ბათილი პუნქტ(ებ)ის/ნაწილ(ებ)ის ნაცვლად გამოიყენება იმგვარი შინაარსი, რომელიც ყველაზე ახლოსაა მის/მათ მართლზომიერ მიზანთან.
სერვისის ხელშეკრულების დანართი #1 (საბაზისო მხარდაჭერის პირობები)
1. ტერმინთა განმარტება
ამ მუხლში მოცემულ ტერმინებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
1.1 ინციდენტი - საბოლოო მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული სერვისის შეფერხება, რომლის გამოსასწორებლად აუცილებელია შესაბამისი სპეციალისტის ჩართვა. ინციდენტის აღმოფხვრის მიზანია საბოლოო მომხმარებელმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობადა ერთჯერადად მოხდეს საკითხის გასწორება. ინციდენტის გასწორება არ საჭიროებს პროგრამული პროდუქტის კონფიგურაციაში ცვლილების შეტანას.
1.2 პროგრამული ხარვეზი - პროგრამულ პროდუქტში გამოვლენილი ხარვეზი, რომლის გამოსწორებისთვისაც აუცილებელია კონფიგურაციაში ჩარევა.
1.3 სტანდარტული სამუშაო დრო - ორშაბათი-პარასკევი, 9:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ოფიციალური დასვენების დღეების გამოკლებით. არასამუშაო დროს მიღებული ინციდენტზე/პროგრამულ ხარვეზზე რეაგირების/დამუშავების დროის ათვლა და იწყება შემდგომი სამუშაო დღიდან.
1.4 პრობლემა - ერთი ან რამდენიმე ინციდენტის/პროგრამული ხარვეზის გამომწვევი მიზეზი, რომლის იდენტიფიცირება და აღმოფხვრა საჭიროა შემდგომი ინციდენტების/პროგრამული ხარვეზის თავიდან ასაცილებლად. პრობლემის წარმატებით დიაგნოსტიკის საფუძველზე შესაძლებელია დაფიქსირდეს შეცდომა, რომელიც გადაიჭრება მისი გასწორებით ან შემოვლითი გზით.
1.5 რეაგირების დრო - მიმწოდებლის მიერ საბოლოო მომხმარებლისგან ინციდენტის/პროგრამული ხარვეზის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და მის აღმოფხვრაზე მუშაობის დაწყების დრო.
1.6 დამუშავების დრო - დაფიქსირებული ინციდენტის/პროგრამული ხარვეზის აღმოფხვრის ან გადაწყვეტის შემოვლითი გზის შეთავაზების დრო.
2. პროგრამული პროდუქტის მხარდაჭერის პირობები
2.1 მიმწოდებელი სერვისის მხარდაჭერას ახორციელებს პროგრამული პროდუქტის მხოლოდ ბოლო, მიმდინარე თარიღისთვის არსებული ვერსიისთვის. მხარდაჭერის მომსახურება პროგრამული პროდუქტის უფრო ძველი ვერსიისთვის შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი პროგრამულ პროდუქტს განაახლებ სმიმდინარე ვერსიით.
2.2 მიმწოდებელი არ განახორციელებს პროგრამული პროდუქტის მხარდაჭერას და არ იღებს პასუხისმგებლობას:
2.2.1 ხელშეკრულების 9.4. პუნქტის ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში;
2.2.2 თუ საბოლოო მომხმარებლის მომზადება/კვალიფიკაცია არ არის დამაკმაყოფილებელი; 2.2.3 თუ ირღვევა სერვისით სარგებლობის პირობები;
2.2.4 თუ ინციდენტი დაკავშირებულია მომხმარებლის/საბოლოო მომხმარებლის სარგებლობაში არსებული მოწყობილობ(ებ)ის ან/და ოპერაციული სისტემ(ებ)ის გაუმართავ მუშაობასთან.
2.3 მხარდაჭერის მომსახურების გაწევა, როგორც წესი, ხდება სამომხმარებლო პორტალის მეშვეობით. საკითხის შინაარსიდან გამომდინარე (ჩვეულებრივ საკონსულტაციო საკითხები), შესაძლოა მომსახურების გაწევა ონლაინჩათის მეშვეობითაც. მომხმარებელი ინციდენტებს/პროგრამულ ხარვეზებს აფიქსირებს სამომხმარებლო პორტალზე ან/და ონლაინჩათის მეშვეობით. ინფორმაცია საბოლოო მომხმარებელს პროცესის მსვლელობის შესახებ მიეწოდება სამომხმარებლო პორტალის ან ონლაინჩათის საშუალებით.
2.4 მიმწოდებელი უზრუნველყოფს სერვის მიწოდებას არანაკლებ 98%-იანი უწყვეტობით.
3. შემოსული ინციდენტების/პროგრამული ხარვეზების დამუშავება
3.1 შემოსული ინციდენტების/პროგრამული ხარვეზების დამუშავების პროცედურა:
3.1.1 მომხმარებლისგან მოსული შეტყობინების სისრულის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, საბოლოო მომხმარებლისგან დამატებითი ინფორმაციის შეგროვება. მონაცემები უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ინციდენტის/პროგრამული ხარვეზის აღწერილობა, კონკრეტული შეტყობინების შემთხვევაში, შესაბამისი შეტყობინების სურათის მოძიება და ყველა იმ მოქმედების თანმიმდევრობის აღწერა, რომლის შედეგად დაფიქსირდა პრობლემა, ასევე მისი გამოვლენის ადგილს (კონკრეტული მოდული, კონკრეტული დოკუმენტ(ებ)ი, ანგარიშგებები ან სხვა). ასევე საჭიროების მიხედვით, ინფორმაციას პროგრამული პროდუქტის მიმდინარე რელიზის ნომრის შესახებ;
3.1.2 მონაცემების საფუძველზე ინციდენტის/პროგრამული ხარვეზის ანალიზი, საჭიროების შემთხვევაშ იმ ომხმარებლის/საბოლოო მომხმარებლის ბაზაზე წვდომა;
3.1.3 თუ ინციდენტის/პროგრამული ხარვეზის გადაჭრა დაკავშირებულია არა კორექტულ მონაცემებთან ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის/საბოლოო მომხმარებლისთვის; 3.1.4 ინციდენტის/პროგრამული ხარვეზის გადაჭრა შემოვლითი გზით, რეკომენდაციის (საჭიროების და შესაძლებლობის მიხედვით) გაწევის ან ხარვეზის გასწორების საფუძველზე; 3.1.5 ინციდენტის/პროგრამული ხარვეზის აღმოფხვრის ვადის განსაზღვრა (რელიზის გათვალისწინებით);
3.1.6 გასწორებული პროგრამული ხარვეზის შესახებ ინფორმაციის წარდგენა მომხმარებლისთვის.
3.2 საბაზისო მხარდაჭერის სამუშაოები შესრულდება დისტანციურად.
3.3 საბაზისო მხარდაჭერის მომსახურება მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია სტანდარტული სამუშაო დროის განმავლობაში.
3.4 საბაზისო მხარდაჭერის მომსახურებისთვის აუცილებელია წვდომა მომხმარებლის სატესტო და რეალურ ბაზებზე, ამასთან ბაზაში წვდომისთვის გამოიყენება მომხმარებლის ლიცენზიები.
3.5 წინა თვის/წლის განმავლობაში დარჩენილი მომსახურება (გამოუყენებელი მიმართვები) არ გადავა შემდეგ თვეზე/წელზე.
4. საბაზისო მხარდაჭერის პაკეტში შემავალი სერვისები
4.1 საბაზისო მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს მხოლოდ შემდეგ სერვისებს: მხარდაჭერის პაკეტში შემავალი სერვისები 1-4 სამუშაო ადგილი/ საკითხების რაოდენობა
5-6 სამუშაოა დგილი საკითხების რაოდენობა საკონსულტაციო საკითხები (ონლაინ ჩათში) ულიმიტო ულიმიტო მომსახურება მონაცემთა ბაზის ან ტექნიკურ-სადიაგნოსტიკო საკითხთან დაკავშირებით (1 წლიანი სერვისის შემთხვევაში) 20 25 მომსახურება მონაცემთა ბაზის ან ტექნიკურ-სადიაგნოსტიკო საკითხთან დაკავშირებით (თვიური სერვისის შემთხვევაში) 2 3 ონლაინ ჩათთან წვდომა ონლაინ ჩათთან წვდომას ყოველ 5 ლიცენზიაზე იღებს ერთი მომართვისთვის (საკითხისთვის) გამოყოფილია მიმწოდებლის ტექნიკური სპეციალისტის 20 წუთი.
5. საბაზისო მხარდაჭერის ფარგლები
5.1 საბაზისო მხარდაჭერის მომსახურება მოიცავს შემდეგი ტიპის სერვისებს:
5.1.1 მონაცემთა ბაზის ან ტექნიკურ-სადიაგნოსტიკო მომსახურება - ანგარიშგებებში გამოტანილი მაჩვენებლის დიაგნოსტიკა და უზუსტობის აღმოფხვრის გზების განსაზღვრა (ერთი მომართვის ფარგლებში ინფორმაცია არ უნდა მოიცავდეს ერთ თვეზე მეტ პერიოდს. მხარდაჭერის მომსახურების ფარგლებში მოხდება მხოლოდ ერთი მაჩვენებლის დიაგნოსტიკა). მომსახურება
მოიცავს მაგ: ბაზასთან წვდომის საკითხის დიაგნოსტიკა და გასწორება (აღნიშნული საკითხი არ ითვალისწინებს ქსელის/სერვერის გაუმართაობით წარმოქმნილ პრობლემებს), პროგრამულ პროდუქტთან ინტეგრირებადი სავაჭრო მოწყობილობების მიერთების საკითხის დიაგნოსტიკა და გასწორება (აღნიშნული საკითხი არ მოიცავს უშუალოდ სავაჭრო მოწყობილობის გაუმართავ მუშაობას), ლიცენზირების საკითხის მოგვარება, ბაზებს შორის ინფორმაციის გაცვლის საკითხის დიაგნოსტიკა (აღნიშნული საკითხი არ მოიცავს წარმადობის პრობლემის მოგვარებას, წარმადობის გაუმჯობესების მიზნით კოდის გადაწერას. მსგავსი ტიპის სამუშაო მომხმარებელთან დარეგულირდება ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.
5.2 მომსახურების მიღება მოხდება საკითხის სამომხმარებლო პორტალზე დაფიქსირების მეშვეობით. მონაცემთა ბაზის დიაგნოსტიკა მოხდება მომხმარებლის/მასთან აფილირებული პირის ბაზასთან მოშორებული დაკავშირების საშუალებით (დისტანციური დაკავშირება).
6. დამატებითი სერვისები
6.1 მიმწოდებლის მხრიდან მოხდება მხოლოდ იმ მომსახურების მიწოდება, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. ყველა დანარჩენი მომსახურება (საკონსულტაციო/სერვისული ტიპის საკითხი, მონაცემთა ბაზის დიაგნოსტიკა, ტექნიკური დიაგნოსტიკა), რომელიც სცილდება ამ ხელშეკრულების ფარგლებს განიხილება დამატებით მომსახურებად და საჭიროებს ცალკე შეთანხმებას.
6.2 მიმწოდებელი იტოვებს უფლებას გადახედოს საბაზისო მხარდაჭერის პაკეტს და მომხმარებელთან შეთანხმებით წარუდგინოს ახალი მხარდაჭერის პაკეტი თუ 2 თვის განმავლობაში მხარდაჭერის პაკეტით გათვალისწინებული მომსახურება შესრულდება 20%-იანი გადაჭარბებით. ეს დანაწესი არ ავიწროებს/აუქმებს ხელშეკრულების 4.5. პუნქტით განსაზღვრულ მიმწოდებლის უფლებას. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მომხმარებლის მხრიდან უარისას გამოიყენება ხელშეკრულების 4.5. პუნქტით განსაზღვრული წესი.
7. რეაგირებისა და დამუშავების დრო
7.1. დაფიქსირებულ საკონსულტაციო საკითხებზე რეაგირებისა და დამუშავების დრო საკითხის კრიტიკულობა დროისტიპი რეაგირების მიზნობრივი კრიტიკული სტანდარტული სამუშაოდრო 25 სამუშაო წთ. მაღალი სტანდარტული სამუშაოდრო 1 სამუშაო სთ. საშუალო სტანდარტული სამუშაოდრო 2 სამუშაო სთ. დაბალი სტანდარტული სამუშაო დრო 6 სამუშაო სთ.
7.2. დაფიქსირებულ ტექნიკურ-სადიაგნოსტიკო საკითხებზე რეაგირებისა და დამუშავების დრო საკითხის კრიტიკულობა დროის ტიპი რეაგირების მიზნობრივი კრიტიკული სტანდარტული სამუშაო დრო 2 სამუშაო სთ. მაღალი სტანდარტული სამუშაო დრო 2 სამუშაო სთ. საშუალო სტანდარტული სამუშაო დრო 6 სამუშაო სთ. დაბალი სტანდარტული სამუშაო დრო 16 სამუშაო სთ. საკითხის დამუშავების დროში არ გაითვალისწინება დრო თუ საკითხი დაზუსტების მიზნით მიმწოდებელი ინფორმაციას ელოდება მომხმარებლისგან/საბოლოო მომხმარებლისგან ან საკითხის გადაჭრისთვის აუცილებელია კომპანია 1С-ის ჩართვა. ასეთ დროს საკითხის გადაყვანა მოხდება
სტატუსზე „დასაზუსტებელია”. საკითხის დამუშავების დრო დამოკიდებული იქნება, როგორც საკითხის პრიორიტეტულობაზე, ასევე კრიტიკულობაზე.
7.3. პროგრამულ ხარვეზზე რეაგირებისა და დამუშავების დრო: საკითხის კრიტიკულობა დროის ტიპი რეაგირების მიზნობრივი დრო დამუშავების მიზნობრივი კრიტიკული სტანდარტული სამუშაო დრო 2 სამუშაო საათი პრობლემის დამუშავების მიზნობრივი დროის დაფიქსირება ვერ მოხდება, ვინაიდან ვერ განისაზღვრება რამდენი დასჭირდება პრობლემის ინდენტიფიცირებასა და მის გასწორებას. მაღალი სტანდარტული სამუშაო დრო 2 სამუშაო საათი საშუალო სტანდარტულისამუშაოდრო 6 სამუშაოსაათი დაბალი სტანდარტულისამუშაოდრო 16 სამუშაოსაათი
7.4. საკითხები კრიტიკულობის მიხედვით იყოფა ოთხ კატეგორიად, კერძოდ:
7.4.1. კრიტიკული - საკითხს ენიჭება „კრიტიკული“ კატეგორია, თუ ინციდენტის/პროგრამული ხარვეზის გამო საბოლოო მომხმარებელი ვეღარ აგრძელებსმუშაობასპროგრამულპროდუქტში, არ არსებობს საკითხის გადაწყვეტის ალტერნატიული, შემოვლითი გზა და ინციდენტი/პროგრამული ხარვეზი სრულად აფერხებს მომხმარებლის ან სერვისით სარგებლობაზე უფლებამოსილი მისი აფილირებული პირის ბიზნეს-პროცესს.
7.4.2. მაღალი - საკითხსენიჭება „მაღალი“ კატეგორია, თუინციდენტი/პროგრამულიხარვეზიარსებითადაფერხებსისეთიაუცილებელიამოცანებისგადაჭრას, რომელიცმომხმარებლის ან სერვისით სარგებლობაზე უფლებამოსილი მისი აფილირებული პირის სრულიად ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია და არ არსებობს საკითხის გადაწყვეტის ალტერნატიული, შემოვლითი გზა.
7.4.3. საშუალო - საკითხს ენიჭება „საშუალო“ კატეგორია, თუ ინციდენტი/პროგრამული ხარვეზი აფერხებს მომხმარებლის ან სერვისით სარგებლობაზე უფლებამოსილი მისი აფილირებული პირის ნორმალურ ფუნქციონირებას, მაგრამ არსებობს საკითხის გადაჭრის შემოვლითი გზა, რომლის უზრუნველყოფაც საჭიროებს მომხმარებლის გონივრულ დროით დანახარჯს.
7.4.4. დაბალი -საკითხს ენიჭება „დაბალი“ კატეგორია, თუ ინციდენტი/პროგრამული ხარვეზი უმნიშვნელოდ მოქმედებს მომხმარებლის ან სერვისით სარგებლობაზე უფლებამოსილი მისი აფილირებული პირის ნორმალურ ფუნქციონირებაზე ან საერთოდ არ ეხება მას. ასეთი ინციდენტის/პროგრამული ხარვეზის მიზეზი შესაძლებელია მაგ. იყოს ისეთი ფუნქციის გაუმართავი მუშაობა, რომელიც არ გამოიყენება რეგულარულად. შენიშვნა! იმ შემთხვევაში, თუ პროგრამული ხარვეზის გადასაჭრელად აუცილებელია კონფიგურაციული განახლება, მომხმარებელს/საბოლოო მომხმარებელს ეცნობება პროგრამული პროდუქტის განახლების გამოშვების თარიღი, რომელშიც ასეთი ხარვეზი იქნება გასწორებული.