როგორ ვმართოთ მარაგები და ძირითადი საშუალებები ეფექტურად – ბალანსისა და ინვენტერის შეთავაზება ბიზნესებს

ბიზნესქეისები
24 სექტემბერი,2025

როგორ ვმართოთ მარაგები და ძირითადი საშუალებები ეფექტურად – ბალანსისა და ინვენტერის შეთავაზება ბიზნესებს

მარაგების მართვა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა ხშირად არის ის გამოწვევა, სადაც კომპანიებს ყველაზე მეტი დრო და რესურსი ეკარგებათ. რეალური ღირებულებით აღრიცხული მარაგები, სწორად დარიცხული ცვეთა და მოწესრიგებული ფინანსური დოკუმენტაცია არა მხოლოდ კანონმდებლობის მოთხოვნაა, არამედ ბიზნესის სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობა.

სწორედ ამ საჭიროებისთვის შეიქმნა კომპანია ინვენტერი, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში კომპანიებს სრულმასშტაბიან ინვენტარიზაციის სერვისს სთავაზობს. უკვე განხორციელებული აქვთ 500-ზე მეტი პროექტი - დაწყებული მცირე კომპანიებიდან, დასრულებული ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი ფილიალის მქონე ქსელებით. მათი გამოცდილება მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა: წარმოება, საცალო ვაჭრობა, იმპორტ-ექსპორტი, მედიცინა, განათლება, HORECA და სხვა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ბალანსში სასაქონლო მარაგები და ძირითადი საშუალებები ყოველთვის უნდა აისახოს რეალური ღირებულებით.
მოგება-ზარალის ანგარიშში ცვეთა და ქონების გადასახადი სწორად უნდა მოხვდეს ხარჯებში.
ქონების გადასახადი დარიცხული უნდა იყოს ნარჩენი ღირებულებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას საგადასახადო რისკები ექმნება.

ეს სამი კომპონენტი ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და სწორედ აქ იკვეთება ბალანსისა და ინვენტერის კოლაბორაციის მთავარი ღირებულება და ბალანსის დანერგვის დროს, აუცილებელია პროგრამაში ნაშთების სწორად ასახვა, რაშიც ინვენტერი დაგეხმარებათ.

როგორ გეხმარებათ ინვენტერი?

ინვენტერი მხოლოდ ინვენტარიზაციას არ სთავაზობს კომპანიებს.
ისინი უზრუნველყოფენ საკონსულტაციო მომსახურებას, სადაც იზიარებენ საკუთარ გამოცდილებას მარაგების, ძირითადი საშუალებებისა და ნედლეულის აღრიცხვაში.
ატარებენ ინდივიდუალურად მორგებულ ტრენინგებს, რომელიც კომპანიების თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა საწყობის მენეჯმენტსა და მარაგების მართვაში.

სპეციალური შეთავაზება ბალანსის მომხმარებლებისთვის

ბალანსის ბიზნეს მომხმარებლებს ინვენტერი სთავაზობს:
- უსასყიდლო ინსპექტირებას
- 20%-მდე ფასდაკლებას შემდეგ მომსახურებებზე:

ინვენტერის გუნდი უკვე მუშაობდა საქართველოს ბაზარზე თითქმის ყველა სექტორთან და შეუძლია გამოცდილებაზე დაფუძნებული რეკომენდაციების მიცემა კონკრეტულად თქვენი ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე.


ბალანსთან და ინვენტერთან ერთად მარაგების მართვა უფრო მარტივი, გამჭვირვალე და ეფექტურია.