რა განსხვავებაა და როგორ ავირჩიოთ სწორად
ციფრული აღრიცხვის ეპოქაში კომპანიებისთვის ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი კითხვაა:
სააღრიცხვო სისტემა დავაყენოთ ჩვენს სერვერზე თუ გამოვიყენოთ ქლაუდზე?
ბუღალტრული და ფინანსური პროგრამების შემთხვევაში ეს არჩევანი პირდაპირ აისახება ყოველდღიურ მუშაობაზე, უსაფრთხოებაზე, ხარჯებზე და მართვის ხარისხზე. ამიტომ მოდი მშვიდად და გასაგებად განვიხილოთ, რას ნიშნავს on-premise და cloud ტექნოლოგია და რა განსხვავებაა მათ შორის პრაქტიკაში.
რა არის on-premise სისტემა
On-premise ნიშნავს, რომ პროგრამა ინსტალირებულია კომპანიის საკუთარ სერვერზე ან კომპიუტერზე.
მონაცემები ინახება ლოკალურად და სისტემაზე წვდომა, როგორც წესი, ხდება ოფისიდან ან სპეციალურად გამართული დისტანციური არხებით.
რა უპირატესობა აქვს on-premise მოდელს:
რა უნდა გაითვალისწინო:
On-premise ხშირად არჩევენ ორგანიზაციები, სადაც მკაცრად რეგულირებულია მონაცემებზე წვდომა ან აქვთ სპეციფიკური შიდა პოლიტიკა IT მიმართულებით.
რა არის Cloud სისტემა
Cloud ტექნოლოგიის შემთხვევაში პროგრამა მუშაობს ღრუბელში, სერვერები ეკუთვნის მომსახურების პროვაიდერს და მომხმარებელი სისტემაში შედის ბრაუზერიდან ან აპლიკაციიდან.
მარტივად რომ ვთქვათ, სისტემა ყოველთვის ხელმისაწვდომია იქ, სადაც არის ინტერნეტი.
Cloud მოდელის ძირითადი უპირატესობები:
რაც გასათვალისწინებელია:
Cloud განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ კომპანიებისთვის, სადაც ბუღალტერი, დირექტორი და ფინანსური გუნდი სხვადასხვა ლოკაციიდან მუშაობენ და გადაწყვეტილებები რეალურ დროში სჭირდებათ. არ აქვთ IT ინფრასტრუქტურა და მასთან დაკავშირებული კადრები.

რას ნიშნავს ეს ბუღალტრისთვის
ბუღალტრის ყოველდღიური მუშაობა მოითხოვს სტაბილურობას, სისწრაფეს და სიზუსტეს.
Cloud სისტემაში:
On-premise მოდელში:
რას ნიშნავს ეს დირექტორისთვის
დირექტორისთვის მთავარი კითხვაა:
რამდენად სწრაფად ვიღებ ინფორმაციას და გადაწყვეტილებას?
Cloud სისტემა იძლევა საშუალებას:
On-premise მოდელი კი:
რომელი ჯობია?
სიმართლე რომ ითქვას, “გააჩნია” და ერთიანი სწორი პასუხი არ არსებობს.
თუ კომპანიას აქვს ძლიერი IT ინფრასტრუქტურა, სპეციფიკური უსაფრთხოების მოთხოვნები და სტაბილური შიდა პროცესი, on-premise შეიძლება სწორი არჩევანი იყოს.
თუ კი გჭირდება მოქნილობა, დისტანციური მუშაობა, ავტომატიზაცია და მინიმალური ტექნიკური ტვირთი, cloud ტექნოლოგია აშკარად უფრო თანამედროვე და პრაქტიკული გადაწყვეტაა.
რომ შევაჯამოთ, დღეს ბიზნესის ტემპი იმდენად სწრაფია, რომ სისტემა უნდა დაგეხმაროს და არა შეგაფერხოს.
იქნება ეს on-premise თუ cloud ტექნოლოგია, მთავარი სწორად შერჩეული მოდელია, რომელიც შენს რეალურ საჭიროებებს პასუხობს.
და რაც მთავარია, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს და არა პირიქით.
ცხოვრებაში და ბიზნესშიც მთავარა ბალანსი ⚖️
N1 პროგრამა მენეჯერებისა და ბუღალტრებისთვის cloud-ზე