თუ ფრილანსერი ბუღალტერი ხარ, ანუ ერთდროულად რამდენიმე კომპანიას ემსახურები და შესაბამისად რამდენიმე ბაზა გჭირდება, შენთვის სპეციალური ფასდაკლება გვაქვს:
შეიძინე ბალანსის ლოკალური ლიცენზია და მიიღე 30%-იანი ფასდაკლება, შეთავაზება ძალაშია ივლისის ბოლომდე.
ბალანსის ლიცენზია არის მულტიბაზური - ანუ 1 ლიცენზიის ფარგლებში შეგიძლია იმდენი ბაზის დამატება, რამდენიც გჭირდება
15 რიცხვში დეკლარაციების ჩასაბარებლად გაქვს ანგარიშგებები მზა ინფორმაციით:
დღგ-ს დეკლარაციისთვის:
საშემოსავლოს დეკლარაციისთვის:
ქონების გადასახადის დეკლარაციისთვის
ბალანსში შესაძლებელია თითოეული გატარების დებეტ-კრედიტის გაკონტროლება, ამისთვის ყველა დოკუმენტში არის ღილაკი, რომელსაც პირდაპირ გატარებების ჟურნალზე გაყავხარ, ჟურნალი კი დაფილტრულია კონკრეტული ტრანზაქციის ბუღალტრული გატარებით. ასევე, თითოეულ დოკუმენტშივე არის შესაძლებელი ანგარიშების კოდების ხელით ჩასწორება.
ამასთან ერთად, გატარებების ჟურნალზე გასვლა შესაძლებელია ნებისმიერი ბუღალტრული ანგარიშგებიდან, თუ მენეჯერული რეპორტიდან - უბრალოდ სასურველი დოკუმენტის არჩევით.
ბალანსი ავტომატურად ქმნის მოგება-ზარალის, ფულადი ნაკადების მოძრაობისა და საბალანსო ანგარიშგებებს. გარდა ამისა გაქვს 50-ზე მეტი სრულყოფილი ანგარიშგება კომპანიის საქმიანობის ყველა მიმართულების ანალიზისათვის.
ასევე შეგიძლია პროგრამაშივე ააწყო მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისი ნებისმიერი სპეციფიკური რეპორტი.
ბალანსში მუშაობა ნიშნავს ნაკლებ რუტინას - რამდენიმე გატარებას გააერთიანებ ერთ ოპერაციაში. მაგალითად, შეგიძლია 1 კილიკით შექმნა ძირითადი საშუალების ცვეთის დარიცხვის, რეალიზაციისა და ჩამოწერის გატარებები.
თუ კომპანიას ინფორმაციის "დაწევა" სჭირდება, ბალანსი აქაც გაგიმარტივებს საქმეს:
1) RS.ge-ის გამოყენებით - ბალანსი ავტომატურად შექმნის გატარებებს ყველა ძველ რეალიზაციასა და შესყიდვაზე, გაცემული და მიღებული ზედნადებების მიხედვით.
2) თუ ძველი მონაცემები ექსელში გაქვს, უბრალოდ "გადაალაგებ" ანუ, ბალანსის შაბლონის შესაბამის ფორმას მისცემ, ერთი კლიკით შეტვირთავ და შექმნი ახალ ბაზას.
ბალანსში ჩაშენებულია მხარდაჭერის ონლაინ ჩატი - ჩვენი გუნდი მუდამ ხაზზეა. მუშაობის პროცესში პროგრამიდან გაუსვლელად იღებ კითხვებზე პასუხს, ყველანაირი დამატებითი ზარებისა და ლოდინის გარეშე.
ყველა საგადასახადო ცვლილება პარალელურად აისახება ბალანსის ფუნქციონალში. პროგრამაში მომზადებულია მე-3 კატეგორიის კომპანიებისთვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშგებების ფორმა. ასევე განახლებული დანართი "ა" საშემოსავლოს დეკლარაციისთვის.
ამასთან, ვმუშაობთ დღგ-ის ცვლილებების შესაბამისი ფუნქციონალის დამატებაზე, რომელიც 2021 წელს შევა ძალაში.