როგორც იცით ბალანსი ქლაუდზე მუშაობს, ეს ტექნოლოგია კი ერთ-ერთი გადამწყვეტი „ხელსაწყო“ აღმოჩნდა მთელს მსოფლიოში, კორონა ვირუსის პანდემიის პერიოდში. ამ ბლოგში ამოვკრიფეთ სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია პანდემიის პერიოდში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
ასევე მოკლედ გეტყვით ბალანსის, როგორც ქლაუდ ტექნოლოგიის მიერ შექმნილი სარგებლების შესახებ 👇
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, covid19– მა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიაეკონომიკურ და სოციალურ საქმიანობაზემთელსმსოფლიოში.მილიონობით ადამიანი იძულებული გახადათვეების განმავლობაში სახლში დარჩენილიყო, რამაც შეამცირა მათი პროდუქტიულობა. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, ამ წელს პანდემიის გამო აზიაში, კერძოდწყნარი ოკეანის ქვეყნებში თანხაში გამოსახული პროდუქტიულობა შეიძლება შემცირდეს 1,7 – დან 2,5 ტრილიონ დოლარამდე, რაც რეგიონს 170 მილიონი სამუშაო ადგილი დაუჯდება.
პანდემიის გავლენა ვაჭრობის სექტორზე განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა და შეეხო საცალო ვაჭრობის ბიზნეს მოდელის თითოეულ კომპონენტს - ეს მოიცავს სრულ დამოკიდებულებას ციფრული არხებზე, მომარაგების ჯაჭვების დარღვევასა და ჩამორჩენას და თანამშრომლების მიერ მუშაობის ახალი წესის ათვისებას. მაგალითად - „Kopi Kenangan“, ინდონეზიური ყავის მაღაზიათა ქსელი, 345 მაღაზიით, ქვეყნის მასშტაბით. კომპანიის ტექნოლოგიური დირექტორის, ფენგპინგ იენგის თანახმად, მათი მომხმარებლების ქცევა უეცრად და თითქმის სრულად შეიცვალა მას შემდეგ რაც 2020 წლის მარტში ინდონეზია საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, ეს გულისხმობდა პროდუქტის ადგილზე შეძენიდან სრულად მიტანის სერვისზე გადასვლას. ამ მოულოდნელმა ცვლილებამ სრულად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა კომპანია და იძულებული გახადა სწრაფად დაენერგათ ახალი სისტემები მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვში. იენგის განმარტებით, ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პანდემიის შემდეგ ბიზნესის ფეხზე დაყენებაში და საჭირო მდგრადობის დაბრუნებაში.
კორეული საინვესტიციო ბანკის Mirae Asset-ის ანგარიშის მიხედვით ჩინეთში ქლაუდ ტექნოლოგიაზე გაწეული ხარჯები 2020 წელს 58%-ით გაიზრდება, რაც 19 მილიარდი დოლარის ექვიალენტია.
ბიზნესის გაციფრულების ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი პანდემიის თვეებში, როდესაც კომპანიების დიდი ნაწილი სახლიდან მუშაობის პრინციპზე გადავიდა. ჩვენთანაც, ერთ-ერთი გადამწვეტი მნიშვნელობა ქლაუდ ტექნოლოგიამ იქონია.
როგორ ვიმუშაოთ ბალანსით დისტანციურად?
„ბალანსი“ უკვე 5 წელია რაც ბაზარზეა, ბოლო 2 წელია კი „ღრუბლებში“ ავიტანეთ, ანუ სრულად ქლაუდ ტექნოლოგია გახდა. ამისთვის შევქმენით ბალანსის სრულად ახალი საიტი, რომელსაც აქვს მომხმარებლების კაბინეტი. მომხმარებელი რეგისტრირდება საიტზე და შედეგად იქმნება მისი პროფილი - პირადი სამუშაო სივრცე, ანუ კაბინეტი ჩვენს საიტზე, რომელი აი ასე გამოიყურება 👇
მარჯვენა ზედა კუთხეში რომ ჩამონათვალს ხედავთ, სწორედ აქ ამატებს მომხმარებელი კომპანიას.
ლურჯ სივრცეში მოთავსებულია ის სამუშაო ბაზები, რომელიც მომხმარებელმა თვითონ შექმნა ან მიიწვიეს და წვდომა მისცეს, ასევე დემო ბაზები. პროდუქტების ჩანართში ჩანს ბალანსის რომელი და რამდენი პროდუქტი აქვს შეძენილი მომხმარებელს - ენტერპრაისი, შოპი, პოსი და ბაზები.
ქლაუდზე ავტომატურად ხდება ინვოისინგი - ყოველი თვის ბოლოს მომხმარებელს საიტი ავტომატურად უქმნის ინვოისს, რომელიც ჩანს ინვოისების ჩანართში. ინვოისის გადახდა შესაძლებელია პირდაპირ საიტიდანვე ბარათით.
აქვე გეტყვით რომ, ბალანსის კაბინეტში თანამშრომლების დამატება შესაძლებელია სხვადასხვა როლებით:
ანგარიშის მფლობელი - რომელიც ამატებს კომპანიებს და ბაზებს, ყიდულობს ბალანსის პროდუქტს, იწვევს თანამშრომლებს და განსაზღვრავს როლებს;
ბილერი - რომელიც მუშაობს ბაზაში და მართავს ინვოისებს;
თანამშრომელი - რომელიც მხოლოდ ბაზაში მუშაობს.
აი ასე, მომხმარებელს სრულად ერთ სივრცეში აქვს ყველაფერი რაც მუშაობისთვის სჭირდება, თან ნებისმიერი ადგილიდან სადაც ინტერნეტია. კაბინეტს რომ თავად შეავლო თვალი, რეგისტრაციისთვის მიჰყევი ამ ლინკს.
ვისთვის არის ბალანსი?
ბალანსი არ არის მხოლოდ საბუღალტრო პროგრამა. ეს არის უფრო მინი ERP სისტემა. რაც ნიშნავს რომ იგი არის მენეჯერების ინსტრუმენტიც. უხეშად რომ ვთქვათ ბალანსში, გაერთიანებულია ბუღალტერია, საწყობის პროგრამა, მაღაზიის პროგრამა, ფინანსები და მენეჯერული რეპორტები. ინფორმაციის აღრიცხვისა და დამუშავების პროცესი კი ასეთია: მაგალითად გაყიდვების შემთხვევაში ოპერატორი მაღაზიაში აფიქსირებს გაყიდვის ოპერაციას. ეს აისახება როგორ გაყიდვების მოდულში, ისე საწყობში და ჩამოიწერება საწყობიდან. ინფორმაციას ლაივ რეჟიმში ხედავს ბუღალტერი და ამუშავებს, ასევე როგორც ბუღალტრის მიერ დამუშავებულ ისე გაყიდვების ოპერატორის მიერ ასახული ინფორმაცია ჩანს მენეჯერის რეპორტებშიც.
მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ბალანსის მომხმარებლები არიან როგორც ბიზნესის მფლობელები, ისე მენეჯერები, ფინანსური დირექტორები და ბუღალტრები.
ბალანსი განსხვავებული სფეროსთვის
ბალანსში შესაძლებელია გაყიდვების აღრიცხვა, მარაგების მართვა, მშენებლობისა და წარმოების აღრიცხვა. პროგრამას აქვს გაყიდვების წერტილი - ე.წ. ეს ნიშნავს რომ პროგრამაში უკვე შექმნილია ჩამოთვლილი სფეროებისთვის მნიშვნელოვანი რეპორტები და სხვა ფუნქციონალი. მაგალითად, მშენებლობისთვისბალანსში გვაქვს გეგმა-ფაქტური ანგარიშგება, საწარმოებისთვის რეცეპტებით წარმოება, ვაჭრობისთვის ზედნადებების გამარტივებული დამუშავება და ა.შ. პროგრამის სრული ფუნქციონალი თითოეული სფეროსთვის შეგიძლიათ ნახოთ აქ:
ჩამონათვალი.
მომხმარებლების მხარდაჭერის სერვისი
ჩვენი მომხმარებლების მხარდაჭერისთვის ბალანსში გვაქვს ონალი ჩატი. ყოველგვარი ზედმეტი სატელეფონო ზარებისა და ლოდინის გარეშე მომხმარებლები ონლაინ რეჟიმში ეკონტაქტებიან მხარდაჭერის გუნდს.
ინტეგრაციის ღია პროტოკოლი
იმისთვის, რომ კიდევ უფრო მოქნილი იყოს ბიზნესის აღრიცხვა და მონაცემების გაცვლაში არც დრო დაიკარგოს და არც თავად ინფორმაცია, ბალანსს აქვს ღია ინტეგრაციის პროტოკოლი. ეს საშუალებას იძლევაპროგრამა დაინტეგრირდეს სხვა ღია პლატფორმებთან. მაგალითად, იკომერს პლატფორმებთან. ასეთ შემთხვევაში ონლაინ მაღაზიაში გაკეთებული შესყიდვები ავტომატურად გადმოდის ბალანსში, აისახება გაყიდვებში და საწყობში. და პირიქით: ბალანსის საწყობის მოდულში დაფიქსირებული ცვლილებები - მაგალითად დამატებული ან ჩამოწერილი საქონელი ავტომატურად აისახება საიტზე.
ღია კომუნიკაციისთვის
ბალანსის გუნდი ყოველთვის ღიაა ახალი იდეებისთვის. ყოფილა შემთხვევა, როდესაც კომპანიას სპეციფიური ფუნქციონალი სჭირდება, მაგალითად კონკრეტული რეპორტი, ახალი მაჩვენებლის დამატება და ა.შ. ასეთ დროს ყოველთვის მზად ვართ მოვუსმინოთ ჩვენს მომხმარებელს და ბალანსში დავამატოთ ისეთი ფუნქციონალი რომელიც სასარგებლო იქნება როგორც ამ კონკრეტული კომპანიისთვის ისე, პროგრამისთვისაც.
ასევე ყოველთვის მზად ვართ გაგაცნოთ ბალანსი - მოვაწყოთ დემო ტური და ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს.
ბალანსის შეახებ სიახლეებს შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ როგორც ჩვენს ოფიციალურ facebook გვერდზე, ისე youtube არხზე.
ან დაგვირეკოთ - 📞591 766 766
N1 პროგრამა მენეჯერებისა და ბუღალტრებისთვის cloud-ზე