✔ ბალანსი არის 1C-ს 8.3 პლატფორმაზე დაწერილი თანამედროვე ქართული პროგრამა
✔ ბალანსში შეგიძლია აკეთო ბუღალტერია და აღრიცხო ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობა
✔ ბალანსს აქვს როგორც ლოკალური (On-premis), ისე ქლაუდ ვერსია
✔ ამ ლინკზე ნახავ ინფოს ჩვენი პროდუქტებისა და ფასების შესახებ
💻 ხოლო უფასო დემო ვერსიისთვის უბრალოდ გაიარე რეგისტრაცია
რა არის 1C ?
1C არის კომპანია, რომელმაც შექმნა ციფრული პლატფორმა ავტომატიზაციისთვის - 1C:Enterprise, იგივე 1C:საწარმო. ასევე, მომხმარებლებს სთავაზობს საკუთარი და მისი პარტნიორი კომპანიების მიერ შექმნილ პროგრამებსაც.
როგორ მუშაობს 1C:Enterprise?
1C:Enterprise არის პლატფორმა - სივრცე პროგრამირებისთის, რომელზეც შესაძლებელია საოპერაციო სისტემების დაშენება, ანუ განსხვავებული სპეციფიკის პროგრამების დაწერა ბიზნესის ავტომატიზაციისთვის. პლატფორმა მუშაობს როგორც ქლაუდზე, ასევე ლოკალურ ე.წ. on premise ვერსიაზე. ყველა 1C პროგრამა, რომელიც საქართველოში ოპერირებს, სწორედ 1C:Enterprise პლატფორმაზეა დაშენებული.
მარტივად აღსაქმელი რომ იყოს, პლატფორმის მუშაობის პრინციპი შეგვიძლია შევადაროთ CD დისკისა და CD ფლეიერეის „თანამშრომლობას“. ყველამ ვიცით, იმისათვის, რომ მოვუსმინოთ მუსიკას გჭირდება როგორც ფლეიერი ისე დისკი. ამასთან, არსებობს მილიონობოთ დისკი, ყველა გემოვნების ადამიანისათვის. სასურველ დისკს ათავსებ ფლეიერში და უსმენ შერჩეულ მუსიკას. საბოლოო ჯამში, ცალკე აღებული არც დისკი და არც ფლეიერი არ გამოგადგება იმისათვის, რომ მუსიკა გაჟღერდეს. (მართალია, დაახლოებით ბოლო 15 წელია აღარ ვიყენებთ CD-ის, მადლობა Steve jobs-ს😊, მაგრამ მაგალითისთვის მაინც კარგია).
1C-ის პლატფორმის შემთხვევაშიც ასეა: წარმოიდგინე, რომ პლატფორმა არის ფლეიერი, დისკი კი არის პროგრამის კოდი, რომელსაც შენ ქმნი. როგორ კოდსაც დაწერ ისეთი პროგრამა „გაჟღერდება“.
1C პლატფორმა იძლევა სხვადასხვა დოკუმენტების, გატარებების, ფუნქციებს შექმნის შესაძლებლობას:
პროგრამისტს აქვს თავისუფლება შექმნას მისთვის სასურველი მოდული, თუმცა უნდა გამოიყენოს 1C-ის „პროგრამული ენა“. ეს ნიშნავს, რომ პლატფორმა პროგრამისტებს აძლევს ახალი კოდის დაწერის შესაძლებლობას, თუმცა გარკვეულწილად სვამს 1C-ურ ჩარჩოში.
უფრო დეტალურად კი ასეა: პროგრამისტი კოდის დაწერას იწყებს 1C: Enterprise პლატფორმის საფუძველზე - ე.წ. data/process layer-ზე,რომელშიც გამოყოფილია რამდენიმე ბლოკი. თითოეულ ბლოკში, პროგრამისტს შეუძლია შექმნას ამ ბლოკის შინაარსის შესაბამისი საოპერაციო ინსტრუმენტი, ე.წ. პროგრამული „tools”-ი:
ეს ბლოკებია:
მაგალითად: კატალოგის ბლოკში შესაძლებელია მომხმარებლების და თანამშრომლების აღრიცხვის, პროდუქტების ტიპების, განსხვავებული ვალუტების დაფიქსირების ფუნქციონალის შექმნა.
საბუღალტრო პროგრამა ბალანსი 1C-ის პლატფორმაზეა შექმნილი, თუმცა არის სრულად ქართული:
ამისთვის ჩვენმა პროგრამისტებმა 1C პლატფორმის დოკუმენტების ბლოკში გამოიყენეს ცალკეული მოდულების შექმნის შესაძლებლობა: შექმნეს წარმოების, საწყობის მართვის, გაყიდვების, შესყიდვების, ფულადი ნაკადებისა, ხელფასების მართვის და დანარჩენი მოდულები. ბალანსში ჩადეს პლატფორმის ელ. ფოსტის გაგზავნის სერვისი, პროგრამის ინტერფეისი ააწყვეს ქართულ ენაზე, ბუღალტრული აღრიცხვის ბლოკში შექმნეს რეპორტინგის სისტემა, შესაძლებელია როგორც ქლაუდ ვერსიით სარგებლობა - ანუ ნებისმიერი კომპიუტერიდან ინტერნეტის საშუალებით, ისე ერთ კომპიუტერზე ლოკალური ლიცენზიით მუშაობა.
ბალანსი საბუღალტრო და მენეჯერული აღრიცხვის პროგრამაა, თუმცა 1C პლატფორმაზე დაშენებული პროგრამების სპეციფიკა მრავალმხრივია და შეიძლება იყოს:
ფინანსები, ვაჭრობა, HR მენეჯმენტი, დოკუმენტბრუნვა, დისტრიბუცია და ა.შ. პროგრამები განსხვავდება არა მხოლოდ ფუნქციონალის შინაარსით, არამედ მასშტაბებითაც: არსებობს პროგრამები მცირე ბიზნესისათვის, რომელსაც შეიძლება მხოლოდ ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება სჭირდებოდეს და დიდი კომპანიებისთვის, რომლებსაც ბიზნესის ავტომატიზაციისათვის მრავალფუნქციური ERP სისტემები სჭირდება.
მოკლედ, პლატფორმა საშუალებას იძლევა დაიწეროს პროგრამა ნებისმიერი ბიზნესისათვის განურჩევლად ზომისა და საქმიანობის სპეციფიკისა.
რას ნიშნავს 1C: Enterprise პლატფორმის ვერსიები?
პლატფორმა მუდმივად იცვლება და ახლდება. წლების განმავლობაში შეიქმნა პლატფორმის არაერთი ვერსია „1C”-ის პირველი პროდუქტები 3.0, 4.0 და 5.0 ვერსიის პლატფორმებზე, მუშაობდნენ. 1995 წელს კომპანიამ გამოუშვა „1C:საწარმო 6.0”, რომელიც მუშაობდა Windows 3.1-ზე.
1999-2003 წლებში ამუშავდა „1C: საწარმო 7.7“ ვერსია. 2004 წლიდან პლატფორმა განახლდა 8.0 ვერსიაზე, შემდგომ მოჰყვა 8.1, 8.2 და უახლესი ვერსიაა 8.3. მეტსაც გეტყვით: თითოეული ვერსია კიდევ იყოფა განახლებების მიხედვით. მაგალითად, ბალანსი ახლა მუშაობს 8.3.13 ვერსიაზე.
„1C: საწარმოს“ პლატფორმა, ყოველ ახალ ვერსიასთან ერთად განახლებული და გაძლიერებულია:
არსებობდა აზრი, რომ „1C საწარმო“ განკუთვნილი იყო მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის ავტომატიზაციისთვის, ის ვერ უმკლავდებოდა დიდ დატვირთავს, რამდენიმე მომხმარებლის პარალელურ რეჟიმში მუშაობას, დიდი რაოდენობით მონაცემების აღრიცხვას და ა. შ. ეს სიმართლეა თუ ვსაუბრობთ 7.7 და 8.0 ვერსიებზე. თუმცა 8.1 და შემდგომი ვერსიების შემთხვევაში აღნიშნულ საკითხები პრობლემას აღარ წარმოადგენს.
დღეს 1C საქართველოში ბიზნესის ავტომატიზაციისთვის ყველაზე დიდი წარმადობის მქონე პლატფორმაა, ანუ შესაძლებელია დამუშავდეს მილიონობით ჩანაწერი და სისტემაში პარალელურად იმუშაოს ასობით მომხმარებელმა.
გარდა ტექნიკური საკითხებისა განახლებებთან ერთად პლატფორმა იხვეწება და ვიზუალური დეტალების შერჩევის შესაძლებლობასაც კი იძლევა - მაგალითად, პროგრამის ინტერფეისის ფერის ცვლილება.
რა წვლილი აქვს ამ ყველაფერში პროვიადერ კომპანიას?
პროგრამის ავტორ კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საბოლოოდ პროგრამის გამართულ მუშაობაში. ვიცით, რომ პლატფორმა არის საფუძველი რომელზეც უნდა დაშენდეს პროგრამა... სახლს რომ აშენებ, მთავარი ნამდვილად საძირკველია, თუმცა, თუ კედლები უხარისხო მასალით ააშენე და ცუდი ავეჯი დადგი, სახლი არც უსაფრთხო იქნება და არც კომფორტული.
1C პლატფორმაზე დაშენებული პროგრამებიც ასეა. მნიშვნელოვანია ვინ დაწერს პროგრამას, როგორ დაწერს და შემდეგ როგორ იზრუნებს მის გნვითარებაზე. 1C სხვადასხვა ქვეყნებში ათასობით პარტნიორი კომპანია ჰყავს. BDO იყო პირველი კომპანია, ვინც 1C პლატფორმაზე ქართული პროგრამები შექმნა.
შეჯამებისთვის, შეიძლება ჩამოვთვალოთ 3 ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანია 1C პროგრამის შეძენისას:
რომელი 1C პროგრამა გჭირდება? - როგორც ვთქვით 1C არ არის ერთი კონკრეტული საბუღალტრო პროგრამა. პლატფორმაზე შექმნილია სხვადასხვა ფუნქციების მქონე პროგრამები - დისტრიბუცია, წარმოება, ვაჭრობა და ა.შ. ფუნქციონალი, რომელიც ერთ პროგრამას არ აქვს, შესაძლოა მეორეს ჰქონდეს. ამიტომ, სჯობს მოიძიო ინფორმაცია, სხვადასხვა პროგრამების შესახებ და აარჩიო შენთვის ყველაზე მოსახერხებელი.
პლატფორმის რომელ ვერსიაზეა დაშენებული პროგრამა? - სასურველია, რომ პროგრამა მუშაობდეს 8.0 და შემდეგ ვერსიებზე, იმისთვის, რომ იყოს სწრაფი, თანამედროვე და ამუშავებდეს დიდი მოცულობის მონაცემებს.
ვინ არის პროგრამის შემქმნელი კომპანია? - ერთ პლატფორმაზე დაშენებულ პროგრამები მხოლოდ მათი ფუნქციონალით არ ფასდება. სწორედ კომპანიის შესაძლებლობებზე, მუშაობის პრინციპზე და მიდგომებზეა ბევრი რამ დამოკიდებული: როგორ მოერგება პროგრამა შენს ბიზნეს პროცესებს, რამდენად სწრაფი და ხარისხიანი მხარდაჭერა გექნება, შეძლებს თუ არა კომპანია ისეთი ფუნქციონალის დამატებას პროგრამაში, რომელიც შეიძლება დაგჭირდეს და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა აირჩიო სანდო პარტნიორი.
იმედი გვაქვს, საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდეთ 💙
ასევე, სრული ინფორმაცია ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფისა და მომხმარებლების შესახებ შეგიძლია ნახო შესაბამის ვებ-გვერდებზე:
ბალანსი - ბუღალტერია, წარმოება, მაღაზიის მოდული და საწყობის მართვა ერთიან სისტემაში, საშუალო და მცირე ბიზნესისათვის.
1C ERP- მრავავალფუნქციური ERP სისტემა მსხვილი კომპანიებისათის, ქსელური რითეილის, წარმოებისა და სხვა კომპლექსური პროცესების აღრიცხვისათვის.
N1 პროგრამა მენეჯერებისა და ბუღალტრებისთვის cloud-ზე