მეღვინეობა ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ბიზნესია, სადაც თითოეულ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო შედეგზე პირდაპირ აისახება.
ყურძნის მიღებიდან დაწყებული, ღვინომასალის დამუშავებით გაგრძელებული და საბოლოოდ ჩამოსხმითა და ეტიკეტირებით დასრულებული პროცესი მოითხოვს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ცოდნას, არამედ ზუსტ აღრიცხვას, მუდმივ კონტროლს და ხარჯების მართვას.
როცა წარმოების ჯაჭვი მრავალსაფეხურიანია, ხოლო მარაგები, ნედლეული და მზა პროდუქცია სხვადასხვა ფორმით მოძრაობს, ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ერთი კითხვა:
როგორ ვმართოთ მთელი პროცესი ერთიანად, სიზუსტით და რეალურ დროში?
სწორედ აქ ერთვება ბალანსი. სისტემა, რომელიც მეღვინეობის საწარმოს აძლევს შესაძლებლობას, მართოს წარმოების სრული ციკლი ვენახიდან ბოთლამდე.
1. ყურძნის მიღება და პირველადი გადამუშავება
ღვინის ხარისხი და წარმოების სიზუსტე პირველივე ეტაპიდან იწყება.
თუ ყურძნის მიღება სწორად არ აღირიცხა, შემდგომი ეტაპებიც ავტომატურად კარგავს სიზუსტეს.
ბალანსში შესაძლებელია:
• ვენახებისა და ნაკვეთების მიხედვით ხარჯების აღრიცხვა სეზონის განმავლობაში შეიძლება გაიწეროს თითოეულ ნაკვეთზე დახარჯული რესურსები: ნედლეული, ტექნიკა, ხელფასები და სხვა ოპერაციული ხარჯები
• ყურძნის შესყიდვისა და მოსავლის მიღების დეტალური აღრიცხვა
• ადგილწარმოშობისა და მიკროზონების კონტროლი.თითოეულ პარტიაზე შესაძლებელია დაფიქსირდეს წარმომავლობა, მიკროზონა და შაქრიანობა
• ლიმიტების დაცვა მიკროზონების მიხედვით
• საწყისი გამოსავლიანობის აღრიცხვა,ყურძნის მიღებისთანავე შესაძლებელია ტკბილის მიღების მოცულობის დაფიქსირება და წარმოების პირველადი სურათის დანახვა
ეს ნიშნავს, რომ წარმოება იწყება არა ვარაუდებით, არამედ ზუსტი მონაცემებით.
2. ღვინომასალის დამუშავება და თვითღირებულების კონტროლი
მეღვინეობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი არის რეალური თვითღირებულების დანახვა.
განსაკუთრებით მაშინ, როცა სითხე სხვადასხვა ლოკაციაზე მუშავდება და ხარჯებიც პარალელურად გროვდება.
ბალანსი ამ პროცესს ბევრად უფრო გამჭვირვალეს ხდის.
სისტემაში შესაძლებელია:
• ხარჯების ლოკაციების მიხედვით გამიჯვნა
თუ ღვინომასალა სხვადასხვა ობიექტზე მუშავდება, თითოეულ ლოკაციას შეიძლება დაეკისროს თავისი პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები, მაგალითად:
- ქირა
- კომუნალური
- დანადგარების ცვეთა
- სხვა საოპერაციო დანახარჯები
• კუპაჟირების პროცესის აღრიცხვა
შესაძლებელია როგორც:
- წინასწარ განსაზღვრული რეცეპტით მუშაობა
- ასევე ფაქტობრივად შერეული სითხეების ასახვა
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროცესის მართვა, არამედ თითოეული პარტიის ღირებულების და შემადგენლობის ზუსტი კონტროლი.
3. ჩამოსხმის დაგეგმვა და წარმოების მართვა
წარმოების ეფექტიანობა მხოლოდ მარაგების კონტროლზე არ დგას.
ძალიან ხშირად კრიტიკული წერტილი არის ჩამოსხმის სწორი დაგეგმვა.
თუ ჩამოსხმა არ არის რეალურ მოთხოვნაზე მიბმული, ბიზნესი სწრაფად აწყდება ორ პრობლემას:
• ზედმეტი ნაშთები
• შეფერხებული მიწოდება
ბალანსში შესაძლებელია ჩამოსხმის პროცესის დაგეგმვა რეალურ შეკვეთებზე დაყრდნობით.
ეს ნიშნავს, რომ სისტემა ეხმარება საწარმოს:
• მყიდველის დადასტურებული შეკვეთების მიხედვით დაგეგმოს ჩამოსხმა
• თავიდან აიცილოს ზედმეტი მარაგების დაგროვება
• უკეთ დაგეგმოს პროდუქციის მიწოდების ვადები
• სწორად გადაანაწილოს საწარმოო რესურსი
ასევე შესაძლებელია ცალ-ცალკე დაიგეგმოს სხვადასხვა ტიპის პროდუქციის წარმოება, მაგალითად:
• ღვინო
• კონიაკი
• ჭაჭა
და თითოეულ მათგანზე კონტროლდებოდეს:
• გეგმა
• მიმდინარე შესრულება
• დარჩენილი მოცულობა
ანუ დირექტორს ან საწარმოს მენეჯერს ნებისმიერ დროს შეუძლია დაინახოს:
რა არის უკვე ჩამოსხმული და რა დარჩა შესასრულებელი.
4. მზა პროდუქცია, ეტიკეტირება და სრული თვითღირებულება
მეღვინეობაში პროდუქტი დასრულებულად მხოლოდ მაშინ არ ითვლება, როცა ბოთლში ჩაიღვარა.
ბევრ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ეტაპებია:
• ეტიკეტირება
• შეფუთვა
• დაძველება
• დროებითი შენახვა
სწორედ ამიტომ, მხოლოდ მასალების ჩამოწერა საკმარისი არ არის.
ბალანსში შესაძლებელია აღირიცხოს:
• ჩამოსხმის სრული ციკლი
• შუალედური ეტაპები, მაგალითად:
- უეტიკეტო ბოთლების წარმოება
- შემდგომი ეტიკეტირება
- შეფუთვა
- კომპლექტაცია
ასევე, თვის ბოლოს შესაძლებელია ზედნადები ხარჯების ავტომატური ან პროპორციული გადანაწილება მზა პროდუქციაზე, მათ შორის:
• ხელფასები
• დანადგარების ცვეთა
• კომუნალური ხარჯები
• საოპერაციო ზედნადები
გარდა ამისა, თუ პროდუქცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინახება, მათ შორის დაძველების ან ლოგისტიკური მიზნებისთვის, შესაძლებელია შენახვის ხარჯების დამატებაც თვითღირებულებაზე, მაგალითად:
• ფართის იჯარა
• კომუნალური
• საწყობის მომსახურება
ეს ბიზნესს აძლევს ძალიან მნიშვნელოვან პასუხს:
რამდენი უჯდება რეალურად თითოეული ბოთლის წარმოება.
5. რეპორტინგი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას ამარტივებს
მეღვინეობაში ინფორმაციის დაგვიანება ხშირად პირდაპირ ნიშნავს ფინანსურ რისკს.
თუ საწარმოს არ აქვს სწრაფი წვდომა სწორ მონაცემებზე, რთულდება:
• მარაგების კონტროლი
• წარმოების დაგეგმვა
• თვითღირებულების ანალიზი
• ანგარიშგება
ბალანსში შესაძლებელია სხვადასხვა ეტაპზე ავტომატურად მიიღოთ რეპორტები, მათ შორის:
• ნედლეულის მოძრაობა
• ღვინომასალის მოცულობები
• ჩამოსხმული მზა პროდუქცია
• ნაშთები
• თვითღირებულების ანალიზი
• ლიტრაჟობრივი მონაცემები
• ბოთლებისა და დეკალიტრების ჭრილში ინფორმაცია
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა კომპანიას სჭირდება სწრაფი შიდა ანალიზი ან გარე ანგარიშგებისთვის მომზადება, მათ შორის შესაბამისი უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი CEO-სთვის?
მეღვინეობის ბიზნესში ციფრული კონტროლი აღარ არის მხოლოდ ბუღალტრული საჭიროება.
ეს უკვე ბიზნესის მართვის აუცილებელი ინსტრუმენტია.
როცა საწარმოს ერთ სივრცეში აქვს:
• ნედლეულის კონტროლი
• წარმოების ციკლის მართვა
• შეკვეთებზე მიბმული ჩამოსხმა
• ზუსტი თვითღირებულება
• რეალურ დროში რეპორტინგი
ხელმძღვანელობას უკვე შეუძლია იმუშაოს არა ინტუიციით, არამედ მონაცემებზე დაყრდნობით.
და სწორედ ეს ქმნის განსხვავებას მზარდ და ქაოსურ წარმოებას შორის.
--------------------------
დასკვნა
ბალანსი მეღვინეობისთვის მხოლოდ აღრიცხვის პროგრამა არ არის.
ეს არის სისტემა, რომელიც აერთიანებს წარმოების, მარაგების, ხარჯების და მზა პროდუქციის მართვას ერთ სივრცეში.
როცა ყურძნიდან ბოთლამდე თითოეული ეტაპი სწორად აღირიცხება, ბიზნესი იღებს ყველაზე მნიშვნელოვანს:
• მეტ კონტროლს
• ნაკლებ დანაკარგს
• ზუსტ თვითღირებულებას
• უკეთ დაგეგმილ წარმოებას
• უფრო სწრაფ გადაწყვეტილებებს
და საბოლოოდ,უფრო გამართულ, პროგნოზირებად და ეფექტურ ოპერირებას.
მეღვინეობაში ხარისხი მხოლოდ ღვინოში არ იწყება.
ის იწყება პროცესების სწორ მართვაში.
N1 Cloud-Based program